ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/09/2021
18 სექტემბერი დასუფთავების მსოფლიო დღეა

დასუფთავების მსოფლიო დღეს საქართველო დასუფთავების სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს. პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, 17-19 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასუფთავების აქციები გაიმართება.


 

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხზე. ამ მიმართულებით, დღევანდელი მსოფლიოს  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ნარჩენებისწორი მართვაა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ უარყოფითი შედეგებისა და საფრთხეების  შესახებ, რისი გამოწვევაც შეუძლია საყოფაცხოვრებო თუ სხვა ტიპის, მათ შორის სახიფათო ნარჩენების გარემოში მოხვედრას. აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ პასუხისმგებლობა ჩვენი საარსებო გარემოს წინაშე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით  გამართულ პრესკონფერენციაზე.


პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ერიკ ილლესი დასაქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოსთავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.


შვედეთი მუშაობს საქართველოს მთავრობასთან და საზოგადოებასთან ერთად, რათა გააუმჯობესოს საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემა. მე ვფიქრობ, ეს არის საქართველოს კამპანიის მიზანი, რაც ამავდროულად შეადგენს გლობალური კამპანიის ნაწილსაც, რომ შეძლოს და აამაღლოს ცნობიერება ნარჩენების შემცირების, ხელახალი გამოყენების და გადამუშავების კუთხით“, - განაცხადა ერიკ ილლესმა.


“დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად ჩამოვაყალიბეთ და წელსაც კოვიდ რეგულაციების დაცვით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება დასუფთავების აქციები”-განაცხადა ნინო ჩხობაძე.


დასუფთავების საერთაშორისო დღე და მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და მისი კლიმატის ცვლილების პროცესზე ზეგავლენის მნიშვნელობაზე.


საერთაშორისო კამპანია 1993 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა  და მასში 133 ქვეყანაა ჩართული

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 553