ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
19 ნოემბერს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეა
17/11/2012

პრესრელიზი

16 ნოემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ანა ტოკლიკიშვილი
,
595 221 999, 
Anuka@osgf.ge

http://www.osgf.ge/

19 ნოემბერს   ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეა

19 ნოემბერს, 18:00 საათზე ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს' ოფისში გაიმართება მოკლე დოკუმენტური ვიდეორგოლის ‘ასე ფიქრობენ ბავშვები'  პრეზენტაცია,  რომელიც გვიჩვენებს   6-დან 11 წლამდე მოზარდების დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ. ასევე გაიმართება მოზარდთა ნახატების გამოფენა ძალადობასთან დაკავშირებულ თემებზე.

გამოფენასა და ფილმის პრეზენტაციას წინ უძღვის 2 საათიანი სემინარი ჟურნალისტებისთვის, რომელიც  ეძღვნება ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული თემების გაშუქებას ეთიკის პრინციპების დაცვით, იმისათვის, რომ არ მოხდეს ძალადობაგანცდილი ბავშვების, მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მეტად ტრავმირება. სემინარს ატარებს ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე  საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დამედიცინის განვითარების ფონდიდან.

 ‘ძალადობა სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს: ფიზიკური, სექსუალური, ემოციური. ძალადობის ფორმაა ბავშვის უგულებელყოფა და ექსპლოატაციაც.  ეს თემები საზოგადოების მნიშვნელოვან ყურადღებას და ძალადობისაგან დაცვის სისტემებისა და რეგულაციების ჩამოყალიბებას საჭიროებს.'- ლონდონის ქინგს კოლეჯის(Kings College) პროფესორმა მარგარეტ ლინჩმა ამ საკითხზე თბილისში განათლების სპეციალისტებთან და პედაგოგებთან ისაუბრა. მარგარეტ ლინჩი ღია საზოგადოების ფონდების პროგრამის ‘აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი- პარტნიორობა საზღვრებს გარეშე' მოწვევით ოქტომბრის ბოლოს იმყოფებოდა საქართველოში.

 

საკონტაქტო პირი პრესისთვის: ანა ტოკლიკიშვილი, 595 221 999, Anuka@osgf.ge

http://www.osgf.ge/

 

 

წაკითხულია: 2253