ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა
01/02/2013
 
 

პრესრელიზი

1 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
E-mail:
pr@moe.gov.ge
Tel
.: +995 32 72 72 34
577293979
ინგა ნიკაგოსიანი

2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა

1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მიიღეს კონვენცია „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ. მას შემდეგ ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

რამსარის კონვენცია ერთადერთი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც აწესრიგებს კონკრეტულ ეკოსისტემას განსაზღვრავს  ეროვნულ ქმედებებს  და საერთაშორისო  თანამშრომლობის საკითხებს ჭარბტენიანი ტერიტორიების რესურსების კონსერვაციისა და გონივრული გამოყენების უზრუნველსაყოფად. 1997 წლის შემდე,  ყოველწლიურად, სახელმწიფო სამსახურები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები მონაწილეობენ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში, რაც ეხება ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და ზოგადად რამსარის კონვენციის მნიშვნელობას.

ჭარბტენიანი ტერიტორიები
:

ასრულებს ძირითად ეკოლოგიურ ფუნქციებს, არეგულირებს წყლის რეჟიმს და ბიომრავალფეროვნების წყაროებს სახეობების, გენეტიკისა და ეკოსისტემის დონეზე

გამოირჩევა დიდი ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და რეკრეაციული მნიშვნელობით;

ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებისა და ადაპტაციისათვის; მისი მზარდი ხელყოფა აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს გარემოს და ეკოსისტემას;

უნდა მოხდეს  მისი აღდგენა სადაც ეს შესაძლებელია

საჭიროა მოხდეს  მისი კონსერვაცია გონივრული გამოყენების მიზნით

საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიებია
:

ცენტრალური კოლხეთის ჭაობები (მოიცავს იმნათის, ნაბადასა და ჭურიის ჭაობებს, პალიასტომის ტბასა და მიმდებარე ტერიტორიებს);

ისპანის ჭაობი (მოიცავს ქობულეთის აღკვეთილსა და ნაკრძალს).

 

წაკითხულია: 2140