პრესრელიზი
11 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ომაძე
+995 577 95 77 57
+995 599 29 92 11
shidakartli1@gmail.com
www.shidakartli.gov.ge
20 წლის შემდეგ სოფელმა იმერხევმა ელექტოენერგია მიიღო
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელმა იმერხევმა ელექტროენერგია მიიღო. პროექტი განხორციელდა ,,თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა ნათელი II-ის" მიერ აშშ-ს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. სოფელი, სადაც ქართველი და ოსი მოსახლეობა ცხოვრობს, 1990 წლის შემდე დენი არ ჰქონია . პროექტის საერთო ღირებულება 127 065 აშშ დოლარია, საიდანაც 2 424 დოლარი ქარელის მუნიციპალტეტმა გამოყო.
პროექტის განხორციელება 2012 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა.
„ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელება გასულ წელს დაიწყო, როდესაც ენერგეტიკის სამინისტროს მიეწოდა ინფორმაცია იმ სოფლების შესახებ, რომლებშიც წლებია დენის პრობლემაა. შესაბამისი კრიტერიუმების განხილვის შემდგომ გადაწყდა სწორედ იმერხევის პროექტის განხორციელება, რაც უდაოდ შეაჩერებს მიგრაციულ პროცესებს და ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას. სამწუხაროდ მსგავის პრობლებით შიდა ქართლში დარჩენილია კვლავ რამდენიმე სოფელი ოთხივე მუნიციპალიტეტში. მე იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გაგრძელდება სამუშაოები, როგორც სახელმწიფოს ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით," - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ ჩხეიძემ.