პრესრელიზი
15 ივნისი, 2012 წელი
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
მზია
შარაშიძე
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მენეჯერი
ტელ.:
+995 32 220 11 22 / Ext.503
მობ.:
+995 577 22 27 27
mzia.sharashidze@redix.ge
2012 წლის პრემია "დურუჯის" ლაურეატები 16 ივნისს გამოვლინდებიან
თეატრალური პრემია "დურუჯის" დასკვნითი ეტაპი მოახლოვდა - ლაურეატების ვინაობა 16 ივნისს გახდება ცნობილი. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება (შაბათს, 16 ივნისს, 21:00 საათზე).
საქველმოქმედო ფონდ `ცისკრის~ მიერ დაწესებული პრემია „დურუჯი" წელს უკვე მეოთხედ გაიცემა. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ტრადიციულად წელიწადში ერთხელ, ივნისის თვეში იმართება.
პრემიაზე წარდგენილი ნომინანტების სპექტაკლებს ჟიურის 5 წევრი აფასებს. საბოლოო ფარული კენჭისყრა პრემიის ლაურეატების გამოსავლენად ჟიურის წევრებს შორის დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა სადღესასწაულო ცერემონიაზე გაცხადდება.
გასულ
წელს პრემია მხოლოდ 5 ნომინაციაში გაიცემოდა. წელს კი, უკვე არსებულებს
კიდევ ერთი, საუკეთესო მხატვრის ნომინაცია დაემატა. შესაბამისად, 2012 წლის
„დურუჯს" ხუთის ნაცვლად ექვსი ლაურეატი ეყოლება, ესენია:
„მოხარული ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში „დურუჯმა" მოახერხა თეატრალურ სფეროში დაწესებული ყველაზე პრესტიჟული კერძო პრემიის სახელის დამკვიდრება. ინტერესი „დურუჯის" მიმართ ყოველწლიურად იზრდება და თეატრებიც სულ უფრო მეტი ენთუზიაზმით ერთვებიან კონკურსში. წარმატება სტიმულს აძლევს ლაურეატებს, სხვა ნომინანტებს კი კონკურენტული ნამუშევრების შექმნისკენ უბიძგებს; საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე თეატრალური სეზონის განმავლობაში განხორციელებული პროდუქციის ხარისხის სრულყოფასა და გაუმჯობესებაზე უნდა აისახოს და იმედია, ეს ასეც მოხდება~, _ აცხადებს `დურუჯისა~ და საქველმოქმედო ფონდ `ცისკრის~ დამფუძნებელი ბატონი ლაშა პაპაშვილი.
თეატრალური პრემია `დურუჯის~ პარტნიორები არიან კომპანია `რედიქსი~ და ბანკი „რესპუბლიკა"; საინფორმაციო მხარდამჭერები - ტელეკომპანია "რუსთავი 2", გაზეთი `24 საათი~, რადიო `ფორტუნა~; მხარდამჭერები - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, `ჯეოსელი~, ველნესცენტრი „კლუბი 71", გამომცემლობა „დიოგენე", საიუველირო მაღაზიათა ქსელი „ბაკარა", GD ALCO, `ისი-პარი~, `ფრეზია~, `ირაკლი წულაძე ქანდაკება~, „თელავის ღვინის მარანი".