ორგანიზაციის შესახებ
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე სამჯერ, 2014-2017 წლებში წარმატებით განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 227-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. 2015 და 2016 წელს, გამარჯვებულმა გუნდებმა: „მულტიკლიმატიზატორი“ (ახალციხე) და „სოლარი“ (თბილისი) მონაწილეობა მიიღეს კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში, აშშ-ში. 2017 წელს, სენაკის წმ. ალექსი შუშაინიას გიმნაზიის მერვე კლასელთა გუნდმა „Smart Kids” მონაწილეობა მიიღო NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად. გუნდში მოსწავლეების მინიმალური რაოდენობაა ორი, მაქსიმალური - ხუთი. კონკურსის პირობების მიხედვით, მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 1999 წლის 2 აპრილიდან 2005 წლის 1 აპრილის ჩათვლით. გუნდმა ინოვაციური პროექტი უნდა წარმოადგინოს ხუთი საკონკურსო კატეგორიიდან ერთ-ერთში: კოსმოსი და ავიაცია; ჯანდაცვა და კვება; კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება; გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 დეკემბერი. დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს, ანა ბერძენაძეს, mia@mcageorgia.ge | +995 322 428 528/120.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 დეკემბერი.