ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/11/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
2018-2019 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა
სამშაბათს, 20 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (რუსთაველის გამზირი #3) გაიმართება 2018-2019 წლის ათასწელულის ინოვაციის კონკურსის გამოცხადების ღონისძიება
ღონისძიების ორგანიზატორია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის პარტნიორია თიბისი.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლების სფეროს, საერთაშორისო და ადგილობრივი საგანამანათლებლო და დონორი ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიება გაიხსენება გასული წლის კონკურსის ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენით. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნათია ზედგინიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი მაგდა მაღრაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი ბატონი დავით ლორთქიფანიძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი ნიკოლოზ ქურდიანი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს უკვე მეხუთედ ხორციელდება. ჯამში, კონკურსში მონაწილება აქვს მიღებული 300-მდე გუნდს და 1000-მდე მოსწავლეს საქართველოდან. 2015 და 2016 წელს, გამარჯვებულმა გუნდებმა, „მულტიკლიმატიზატორი“ (ახალციხე) და „სოლარი“ (თბილისი) მონაწილეობა მიიღეს კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში, აშშ-ში. 2017 და 2018 წელს, გუნდემბა „Smart Kids” (სენაკი) და „ანალემა“ (თბილისი) მონაწილეობა მიიღეს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლეების ინტერესის და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის მიმართ. კონკურსი ხელს უწყობს ქვეყანაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ახალ მიღწევებს.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2871