ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/11/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
2019 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია
ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ - დარგობრივმა კომისიამ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ 24 ნომინანტი გამოავლინა.
· თეატრალური ხელოვნება: გეგა გაგნიძე, თათა თავდიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე;

· კინოხელოვნება: მიხეილ ანთაძე, პეტრე თომაძე, გიორგი წერეთელი;

· მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ბექა ადამაშვილი, დათო ბადალაშვილი, ილია ჭანტურია;

· მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): ერეკლე დეისაძე, ნინი ელიაშვილი, ნინა სამხარაძე;

· მუსიკალური ხელოვნება: გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, ანა ყიფიანი;

· სახვითი ხელოვნება: ქეთა გავაშელი/ანდრია დოლიძე, ლადო ლომიტაშვილი, მიხეილ სულაკაური;

· საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ანა გოგოლაშვილი, გრიგოლ დიდიძე, ნათია სამსონიძე;

· ჰუმანიტარული მეცნიერებები: ოთარ გაბუნია, ანა დოლიძე, თეონა ლომსაძე.
ლაურეატები დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, 10 დეკემბერს 19:30 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამოვლინდებიან და დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1199