პრესრელიზი
9 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
2020 წლის ტურისტული გეგმის ფარგლებში, ვიზების გაცემის პირობები მარტივდება
flydubai-ს მეშვეობით ყველაზე მეტი მოთხოვნა გაერთიანებული არაბეთის საემიროების ვიზებზე აზერბაიჯანის და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ფიქსირდება
„გამარტივებულმა სავიზო პროცედურებმა და მოგზაურებისთვის შემცირებულმა ბიუროკრატიულმა ბარიერებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გაერთიანებული არაბეთის საემიროების მასშტაბით მგზავრთა ნაკადის ზრდაში და ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარებაში. 32 ქვეყნის მოქალაქეს ვიზის მიღება პირდაპირ დუბაის აეროპორტში ჩასვლისას შეუძლიათ. სავიზო რეჟიმის გამარტივება დუბაის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დაუღალავი შრომის შედეგად გახდა შესაძლებელი. სავიზო პროცედურების გამარტივების მომდევნო ეტაპი არსებითად გაზრდის დუბაის მიმართულებით მგზავრთა ნაკადს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და დუბაის ბევრად უფრო მიმზიდველად ქალაქად აქცევს ტურისტებისთვის და საქმიანი მოგზაურობისთვის. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მთავრობის 2020 წლის ტურისტული გეგმის შესრულებას" - განაცხადა flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა.
დუბაის საერთაშორისო აეროპორტში 2012 წლის მონაცემებით მგზავრთა ნაკადი 13,2%-ით გაიზარდა და 57 მილიონს მიაღწია, მაშინ როდესაც 2011 წლის მონაცემებით 50 მილიონი მგზავრი დარეგისტრირდა. ეს ტენდეცია იმედს გვაძლევს, რომ 2013 წელსაც მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვანწილად გაიზრდება. 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მგზართა ნაკადი 15,6%-ით არის გაზრდილი. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო მგზავრების რაოდენობით მეორე ადგილზე არის და მისი მგზავრების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
„მეორე ტერნიმალი flydubai-ს დაარსებიდან მის სახლს წარმოადგენს. ამჟამად ტერმინალში მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები მისი კეთილმოწყობის და მოცულობის გაზრდის მიზნით, რაც უახლოეს მომავალში ხელს შეუწყობს მომსახურეობის გაუმჯობესებას და ავიაკომპანიის სწრაფადმზარდი მგზავრთა ნაკადის მომსახურეობის შესაძლებლობას. ტერნიმალის მოცულობის გაზრდა ავიაკომპანიას წინა წელს მიღებული 5,1 მილიონის მგზავრის ნაცვლად ორჯერ მეტი რაოდენობის მგზავრის განთავსების საშუალებას მისცემს"- განაცხადა გაიტ ალ გაიტმა.
flydubai -ს ფრენების სტატისტიკა ნათლად წარმოაჩენს იმ უდიდეს წვლილს, რომელიც ავიაკომპანიამ დუბაის ეკონომიკის, ტურიზმის და კომერციული სექტორის განვითარებაში შეიტანა. ავიაკომპანიას დაგეგმილი აქვს ავიაპარკის გაზრდა და ახალი მიმართულებების ოპერირების ქსელში ჩართვა, რაც ხელს შეუწყობს დუბაის 2020 წლის ტურიზმის განვითარების გეგმის შესრულებას. დუბაის მთავრობას დაგეგმილი აქვს ვაჭრობის და ტურიზმის სექტორი გაერთიანებული არაბეთის საემიროების განვითარების სამსახურში ჩააყენოს. პროგნოზების თანახმად, 2020 წლისთვის ამ სექტორმა ქვეყნის ერთიან შიდა პროდუქტს შემოსავლის სახით 45 მილიარდი აშშ დოლარი უნდა შესძინოს. სექტორის განვითარების კუთხით, 2013 წლის ბიუჯეტის 16% ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის არის გამოყოფილი, რაც ხელს შეუწყობს რეგიონზე და ახლომდებარე მიმართულებებზე მეტ წვდომას და კავშირის დამყარების მეტ შესაძლებლობას.
flydubai -ს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, მაქსიმალურად მოიცვას ახლომდებარე მიმართულებები. ავიაკომპანიამ მაქსიმალურად განავითარა კავშირები 5 საათის ფრენის რადიუსით მდებარე მიმართულებებთან და დანიშნა პირდაპირი რეისები გაერთიანებული არაბეთის საემიროებისთვის აქამდე აუთვისებელი მიმართულებებით. ამ სტარტეგიიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ ახლომდებარე ბაზრებს შესთავაზა მეტად ხელსაყრელი და შეღავათიანი ფრენების შესაძლებლობა, რითაც მან გაამყარა დუბაის, როგორც მსოფლიოს სავაჭრო და ტურისტული ცენტრის პოზიციები.
ოპერირების დაწყებიდან ოთხი წლის მანძილზე ავიაკომპანამ 57 სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით დაიწყო პირდაპირი რეისების შესრულება. აქედან 32 -მა ქალაქმა პირველად დაამყარა პირდაპირი საჰაერო კავშირი დუბაისთან არაბეთის გაერთიანებულ საემიროების ნაციონალური ავიახაზების მეშვეობით. ამჟამად flydubai მსოფლიოს 33 ქვეყანაში ასრულებს პირდაპირ რეისებს.
გაიტ ალ გაიტმა ასევე აღნიშნა: „ ჩვენი კომპანია მგზავრებს სთავაზობს მგზავრობის ისეთ თავისუფლებას და მოხერხებულ გრაფიკს, როგორიც მათ არასდროს არ ჰქონიათ. მგზავრებს უკვე შეუძლიათ ერთი დღის მანძილზე გადაკვეთონ საზღვარი და უკან დაბრუნდნენ, რაც ბიზნესწრეებში უახლეს ტენდენციას წარმოადგენს. ტურისტებს კი საშუალება აქვთ ჩვენი ქსელის მეშვეობით დატკბნენ თავიანთი საყვარელი ქალაქების ნახვით უფრო ხშირად ან აღმოაჩინონ ისეთი ახალი მიმართულებები, როგორიც არის მალდივების ქალაქი მალე ან ქალაქი ჰაილი, რომელიც ჩვენი ქსელის მეცხრე მიმართულებას წარმოადგენს საუდის არაბეთის სამეფოში. გასულ კვირას ჩვენმა ავიაკომპანიამ ასევე ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეს მიმართულებით დაიწყო ფრენების შესრულება".
დუბაიში მოგზაურობაზე მოთხოვნა flydubai-ს ოპერირების ქსელში ჩართული ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაზე დიდი, 89%-იანი ზრდა გაერთიანებული არაბეთის საემიროების ვიზების მოთხოვნით დაფიქსირდა რუსეთიდან, უკრაინიდან, ცენტრალური აზიიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. უკრაინის მოქალაქეების მხრიდან ვიზის მოთხოვნა 2012 წელს 370%-ით გაიზარდა და ეს ტენდენცია კვლავაც გრძელდება. ამავდროულად, flydubai-ს მეშვეობით ყველაზე მეტი მოთხოვნა გაერთიანებული არაბეთის საემიროების ვიზებზე აზერბაიჯანის და საქართველოს მხრიდან ფიქსირდება. ამ ქვეყნების გარდა, უდიდეს ბაზრებს ვიზების მოთხოვნის კუთხით ერაყი და სუდანი წარმოადგენს.
ასევე, flydubai-ს თვითმფრინავებში დამონტაჟებული გასართობი სისტემები და პროფესიონალური მომსახურება ხელს უწყობს ავიაკომპანიის მგზავრთა რაოდენობის ზრდას. 2013 წლის პირველი კვარტლის მანძილზე, ავიაკომპანიამ 14 ახალი მიმართულებით დაიწყო პირდაპირი რეისების განხორციელება. 2013 წელს ავიაკომპანია აპირებს ახალი რეისების დამატებას. flydubai -ს ავიაპარკი 29 თანამედროვე თვითმფრინავისგან შედგება.