ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
14/03/2025
2024 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2024 წლის გამარჯვებულები ოთხ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ. 2024 წლის გამარჯვებულები არიან:
• პროფესიული განათლების სტუდენტის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა მარიამ ჩხაიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე" სტუდენტი. გამარჯვებულს პრიზი საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ გადასცა.
• პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი სსიპ კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის" პროფესიული განათლების მასწავლებელმა გურამ დავითლიძემ მოიპოვა. გამარჯვებულს პრიზი გადასცა ისრაელის საელჩომ საქართველოში.
• სსიპ კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი", პროგრამით - ინდუსტრიული დიზაინის შესრულება 2024 წლის პროფესიული განათლების პროგრამად დასახელდა.
• 2024 წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მფლობელი სს „ლიბერთი" გახდა.


საქართველოს პარლამენტმა ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის სპეციალური პრიზით სსიპ კოლეჯი „მერმისი" დააჯილდოვა.
ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2" დააჯილდოვა პროფესიული უნარების სააგენტომ კატეგორიაში „დამსაქმებლებთან და ბიზნესთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა".


პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.

კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, პროფესიული უნარების სააგენტო, ისრაელის საელჩო საქართველოში და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.



დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ნინო ჯაფარიძე, კონკურსის კოორდინატორი, ტელ.: 591 21 82 82, ელფოსტა: tvet@millennium.org.ge


 


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 139