პრესრელიზი
22 აპრილი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ლელა ყაჭეიშვილი
(+995 32) 230 62 21
+995 599 710030
22 აპრილი დედამიწის დღეა
კლიმატის ცვლილების შედეგები
22 აპრილს მთელ მსოფლიოში აღინიშნება - დედამიწის დღე, რომელიც ერთერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით აერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას. დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა. წელს, ეს დღე 43-დ აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობებია დაგეგმილი მსოფლიო მასშტაბით. წლევანდელი დედამიწის დღის მთავარი თემაა - კლიმატის ცვლილების შედეგები.
საქართველოში „დედამიწის დღე" პირველად 1990 წელს აღინიშნა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით.
22 აპრილს - დედამიწის დღის ფარგლებში, თბილისში:
10:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ახალგაზრდული წევრებისა და საპატიარქოსთან არსებული ახალგზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ორგანიზებით ჩატარდება სემინარი, სადაც წარმოდგენილი იქნება სტუდენტების მიერ მომზადებული პრეზენტაციები სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებაზე.
16:00 საათზე, ჩატარდება გამწვანების „საპროტესო" აქცია კოჯორში, რომლის ორგანიზატორები არიან წავკისის, კოჯორის, ტაბახმელას და შინდისის მოსახლეობა. გამწვანების აქციაში მონაწი-ლეობას მიიღებენ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს წევრები და სტუდენტები.
რეგიონებში:
11:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სათემო ორგანიზაცია „ლელი"-ს და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლების ინიციატივით ჩატარდება დასუფთავების აქცია.
11:00 საათზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლების ინიციატივით ჩატარდება დასუფთავების აქცია.
12:00 საათზე, ქ. ქუთაისში რუსთაველის ხიდის მიმდებარედ ჩატარდება მდინარე რიონის სანაპიროს დასუფთავების აქცია, ქუთაისის „ქართული ოცნების" ახლაგაზრდული ჯგუფის, ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამსახურების თანამშრომლობისა და ქუთაისის საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლების ორგანიზებით.
14:00 საათზე, ქ. ქუთაისის სტუდენტთა საინიციატივო ჯფუფის ინიციატივით „დედამიწის დღის" ფარგლებში ჩატარდება კონფერენცია გარემოსდაცვით საკითხებზე, რის შემდეგაც სტუდენტები დაასაუფთავებენ უმაღლესი სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიას. აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილოებას მიიღებენ, ქუთაისის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს წევრები.