ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
04/10/2020
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
22 წლის მეღვინე გოგონა ზემო რაჭიდან
ნინო გიორგობიანი ახალგაზრდა მეწარმეა ზემო რაჭიდან. 22 წლის გოგონა პროფესიით ფსიქოლოგია, თუმცა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი ძალები მევენახეობა-მეღვინეობაშიც გამოეცადა. თავიდან ნინო ოჯახს ეხმარებოდა და არც კი წარმოედგინა, რომ თავად გადაიბარებდა საოჯახო საქმეს. ნინოს იმდენად დააინტერესა უნიკალური და ენდემური ყურძნის ჯიშის მოვლამ, რომ საკუთარ პროფესიაზე უარი თქვა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ამბროლაურში დაბრუნდა. წარმოებას საოჯახო ტიპის სასტუმროც შემატა და ბიზნესის გაფართოებაზე დაიწყო ფიქრი.
„თავიდან მევენახეობა-მეღვინეობა უბრალოდ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე დავიწყე, გვინდოდა ოჯახისთვის კარგი, ნატურალური ღვინო გვქონოდა და რაც მთავარია გაგვეცოცხლებინა უძველესი ღვინო ხიმშურა, რომელიც დღეს უკვე ენდემური ჯიშის ყურძნისგან იწურება. ვხედავდი როგორ მოსწონდათ ჩვენი ღვინო ოჯახის სტუმრებსაც. შემდეგ უცხოელების მხრიდან იმხელა იყო დაინტერესება რომ მათი და ჩემი დაჟინებული თხოვნით, დღეს ამ საქმეს მე და ჩემი ოჯახი ვაკეთებთ და სხვებსაც ვუზიარებთ გამოცდილებას. დღეს რაჭაში გამორჩეული ღვინო სწორედ ჩვენთან იწურება და ვაპირებ ტურისტებისთვისაც კიდევ საინტერესო გავხადო ჩვენი სოფელი,“- ამბობს ახალგაზრდა მეწარმე.
დღეს ნინო აქტიურადაა ჩართული ქართული ღვინის წარმოებით და ოჯახთან ერთად უნიკალურ ღვინო ხიმშურას აწარმოებს. ხშირად მისი ღვინო ტურისტების განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს. ნინოს საოჯახო ბიზნესზე National Geographic-ის ჟურნალისტმაც დაწერა, როცა რაჭის ულამაზეს სოფელს ეწვია და ქართული უნიკალური ღვინო მსოფლიოს გააცნო.
ახალგაზრდა გოგონა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებში და მიზნად აქვს დასახული რაც შეიძლება გაზარდოს წარმოება, შეინარჩუნოს უნიკალური ჯიშის ყურძენი და რაჭული ღვინო საქართველოს გარეთ გაიტანოს. ნინო USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), Buzz Georgia/ბაზ საქართველოს მიერ ჩატარებული ტრენინგების ერთ-ერთი პირველი მონაწილეა. პროექტში მიღებული ცოდნის შემდეგ, გოგონამ ახალი მიზნები დაისახა და ცდილობს სხვა ქალებისთვისაც წარმტების მაგალითი გახდეს.
„Buzz Georgia ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის, გავიცანი არაჩვეულებრივი ქალები, თავისი გამოცდილებით და უზღვავი შესაძლებლიბებით, რაც ძალიან ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ არ არსებობს საქმე, რომლებსაც ქალები ვერ შევძლებთ,“ - ამბობს ნინო გიორგობიანი.
Buzz Georgia-ს მიზანია პერსონალური და მეწარმეული განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის. მეწარმეობაში ცოდნის მიღების ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით. ტრენინგები რეგიონში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის იმართება, რომლებსაც სურთ სამეწარმეო–ფინანსური უნარ-ჩვევებისა და პიროვნული კომპეტენციების განვითარება, ახალი ცოდნის მიღება და საკუთარი უნარების განვითარება.
Buzz Georgia / ბაზ-საქართველო - Buzz Women-ის ადგილობრივ ფრანჩიზას წარმოადგენს. რომელიც Buzz Women ქალების ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაციაა.
საქართველოში, Buzz Georgia USAIDის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (YES-Georgia)“ კომპონენტია, YES-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1356