ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
24 საათიანი ცხელი ხაზი ტურისტებისთვის
06/08/2013

პრესრელიზი

6 აგვისტო,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამთა თამაზაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მობ: 599 45 22 33
ელ ფოსტა: t.tamazashvili@gnta.ge
www.georgia.travel

24 საათიანი ცხელი ხაზი ტურისტებისთვის

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით  საქართველოში ტურისტებისთვის 24 საათიანი ცხელი ხაზი ამუშავდა. ნომერზე _ 0 800 800 909 როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია განთავსების, დადაადგილება-ტრანსპორტირებისა და კვების ობიექტების შესახებ სრულიად უფასოდ. სურვილის შემთხვევაში მიეცემათ რეკომენდაციები ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების,  ასევე ქვეყანაში დაგეგმილი ეროვნული  დღესასწაულების, ფესტივალებისა და სხვა აქტივობების შესახებ.

ოპერატორები საწყის ეტაპზე მსურველებს ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე მოემსახურებიან. მომავალში დაემატება სხვა ენებიც.

ინფორმაცია ცხელი ხაზის შესახებ, ყოველ ტურისტს საზღვარზე შემოსვლისთანავე მიეწოდება.

მომავალში იგეგმება პროფილის გაზრდა, რის ფარგლებშიც სექტემბრიდან ამუშავდება „რეკლამაციის სამსახური", სადაც ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა განაცხადონ თავიანთი პოზიტიური თუ ნეგატიური შეხედულებების შესახებ, რაზეც კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება მოხდება.

„ამ დრომდე ინდივიდუალურ მოგზაურებს, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში განთავსებულ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში შეეძლოთ, რომელთა სამუშაო სააათები განისაზღვრება მხოლოდ დღის საათებში, ახალი ცხელი ხაზის საშუალებით, მსურველებს ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ 24 საათის განმავლობაში სრულიად უფასოდ, ამ ინიციატივით ვეცადეთ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის უფრო კომფორტული გაგვეხადა საქართველოში მოგზაურობა" _ განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.

 

წაკითხულია: 2345