ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
27/05/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
24 საზოგადოებრივი ორგანიზაცია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტს იწუნებს
კოალიციამ „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ გაავრცელა განცხადება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც სხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმაც დაუჭირეს მხარი.
24 საზოგადოებრივი ორგანიზაცია აკრიტიკებს დეცენტრალიზაციის სამთავრობო სტრატეგიის პროექტს და თვლის, რომ დოკუმენტის პროექტიდან შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ სტრატეგიის სამოქმედო ვადის გასვლის შემდეგ რა უფლებამოსილების, ფინანსებისა და ქონების პატრონი იქნება თვითმმართველობა და რა მექანიზმები ექნება მას მოსახლეობისათვის ხარსისხიანი მუნიციპალური სერვისების შესათავაზებლად. გარდა ამისა, მასში საერთოდ არ არის ასახული ცალკეული უმნიშვნელოვანესი თემები, რის გამოც სტრატეგიის არსებული სახით მიღება არ მოიტანს ხელშესახებ შედეგს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, სტატეგიასა და მის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში მკაფიოდ აისახოს:
• ფინანსური, ქონებრივი და უფლებამოსილებათა დეცენტრალიზაციის საკითხები, როგორიცაა მუნიციპალიტეტებისათვის ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, ტყის, წყლისა და მიწის რესურსების გადაცემა;
• ცენტრალიზებული მართვის მოდელის მრავალდონიანი მმართველობით შეცვლისა და ადეკვატური სტრუქტურების ჩამოყალიბების საკითხები, რისი ვალდებულებაც საქართველოს ევროპის კავშირთან 2014 წელს დადებული ასოცირების ხელშეკრულებით აქვს აღებული;
• თვითმმართველობის დონეზე საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აზრით, ამ საკითხებზე საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, უახლოეს ხანში უნდა იქნეს მოწვეული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა, რომელში მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება.
1. კოალიციის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ წევრები:
• სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
• ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
• კივიტას გეორგიკა
• მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
• ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
• გორის საინფორმაციო ცენტრი
• დემოკრატ მესხთა კავშირი
• საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
• თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

2. ადამიანის უფლებათა ცენტრი
3. მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია
4. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
5. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
6. ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლი
7. ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია "ერთობა"
8. ბოლნისის ენის სახლი
9. ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია "ქალი და სამყარო"
10. ააიპ "ლორე"
11. ააიპ "პირველი ევროპელი"
12. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
13. გაზეთი "თრიალეთის ექსპრესი"
14. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
15. ასოციაცია „ათინათი“
16. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2191