ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
28 იანვარი -პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა
28/01/2015
პრესრელიზი

28 იანვარი, 2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
გვანცა კიკალიშვილი
599 799 646
gkikalishvili@pdp.ge

28 იანვარი -პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

ევროპის საბჭოს 2006 წლის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
 
პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო დღეს ინსპექტორის აპარატი მასშტაბური საინფორმაციო კამპანიით აღნიშნავს, საქართველოს 5 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორის იუსტიციის სახლებში მოქალაქეებისთვის დარიგდება საინფორმაციო ფლაერები და გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები. 

სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი განვითარების ცენტრებში: სართიჭალაში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი), ყვარელწყალში (ახმეტის მუნიციპალიტეტი), მანგლისში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), მეჯვრისხევსა (გორის მუნიციპალიტეტი) და გომში (ხაშურის მუნიციპალიტეტი) მოხდება საინფორმაციო ფლაერების გავრცელება. 

ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებისაჯარო ბიბლიოთეკის აუდიტორიაში 13:00 საათზე (საჯარო ბიბლიოთეკა, მე-3 კორპუსი) მონაცემების დაცვის შესახებ საჯარო ლექციას გამართავენ და განმარტავენ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თითეულმა მოქალაქემ იცოდეს სად, რატომ და რა მიზნით ხდება მისი მონაცემების დამუშავება და დაიცვას მისი უფლებები.
საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი 2013 წლის მეორე ნახევარში შეიქმნა, 2014 წელ კი პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით ძირეული რეფორმები გატარდა, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების სახით. ინსპექტორის აპარატის მიზანია, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებმა დააჩქარა და გაამარტივა პერსონალურიმონაცემების შეგროვება, განუსაზღვრელი ვადით და მოცულობით შენახვა და სხვადასხვა მიზნით გამოყენება, რის გამოც, იზრდება მონაცემთა უკანონოდ გამოყენების საფრთხეები. 
28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საინფორმაციო კამპანიები ევროპის ქვეყნებშიც იმართება. 
წაკითხულია: 3424