ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა.
04/06/2013

   პრესრელიზი

4 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ივნისი გამოცხადდა „მწვანე თვედ", რომლის ფარგლებშიც 5 ივნისს გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:

08:15 - ეკოლოგიურად სუფთა ჰიბრიდული ავტომობილის Toyota Prius ტესტ-დრაივი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე (Wissol-ის ავტოგასამართი სადგური, ვაკე-საბურთალოს ტერიტორია);

11:00 - პრეს-კონფერენცია გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებებთან დაკავშირებით - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლები (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გულუას 6);

12:30 - სადემოსტრაციო პროექტის „ენერგოეფექტური ღონისძიებები თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლისათვის" ექსპლუატაციაში გადაცემის ცერემონიალი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, (თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი - ნუცუბიძის ქ.#3);

13:30-14:30 - ბუნების ისტორიის კოლექციის გამოფენა - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი);

15:00 - მემორანდუმის ხელმოწერა - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, კავშირი მდგრადი განვითარებისთვის „ეკოხედვა/EcoVision"-ს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების წარმომადგენლები. (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო);

16:00 - ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, USAID-ის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შეგახსენებთ, რომ 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. გაეროს გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით ივნისი „მწვანე თვედ" ცხადდება, დაიგეგმა რიგი ღონისძიებები. „მწვანე თვის" ფარგლებში დაგეგმილი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა დასუფთავების აქცია 16 ივნისს თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში. აქციაში ჩაერთვებიან სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, მედია, სტუდენტები, მოსწავლეები. აქციაში სულ მონაწილეობას მიიღებს 10 000-ზე მეტი მოხალისე.

წაკითხულია: 2816

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში