პრესრელიზი
6 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
http://maiko@publicity.ge
50 საინტერესო ადგილი,რომელიც flydubai-სთან ერთად უნდა დაგეგმო 2012 წელს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 6 აპრილი, 2012 - კომპანია flydubai უკვე დღეს გეგმავს, თუ როგორ გახადოს 2012 წელი ქალაქების, ეგზოტიკური ადგილებისა თუ სხვადასხვა ქვეყნების კულტურათა აღმოჩენის წლად.
დუბაის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai ქართველი ტურისტებს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო ამაღელვებელი და დაუვიწყარი გახადოს დასვენება მსოფლიოს 50 მიმართულებით და აირჩიოს ნებიესმიერი ის ადგილი, სადაც კომპანია დღესდღეობით დაფრინავს:
ადის-აბება, ეთიოპია
1.ქალაქი ადის-აბება ენტოტოს მთების ძირას მდებარეობს. ქალაქში ერთ-ერთ გამორჩეულ ანტიკურ ექსპონატს ქვად გარდაქმნილი ადამიანის პირველი წინაპარის ლუსის ჩონჩხი წარმოადგენს, რომლის ნაშთიც 3 მილიონი წლისაა და იგი ეროვნულ მუზეუმშია დაცული.
2. ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი ეთიოპიაში ცაიტ-შია, სადაც მომაჯადოებელი სილამაზის ვულკანური წარმოშობის ტბების ნახვაა შესაძლებელი.
ამანი, იორდანია
1. ამანიდან მკვდარი ზღვის სანაპიროზე მოსახვედრად 1 საათი დაგჭირდებათ. ეს არის დედამიწაზე ყველაზე დაბალი და მშრალი ადგილი.
2. ამანში მდებარეობს ქვეყნის ყველაზე დიდი რომაული თეატრი. ეს თეატრი სტადიონის ზომისაა და იგი 6000 მაყურებელს იტევს. თეატრი მთის ძირას არის აშენებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე 138-161 წლებში რომაელი იმპერატორის ანტონიუს პიუსის მიერ. ამ თეატრში დღემდე იდგმება წარმოდგენები და ტარდება სპორტული ღონისძიებები.
ბეირუტი, ლიბანი
1. ბეირუტი არაბული სამყაროს კლუბური მუსიკის დედაქალაქად ითვლება. Rue Monnot-ის ქუჩა, Gemmayze და Mar Mikhael უბნები კლუბური მუსიკის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.
2. მსოფლიოს უძველესი ქალაქი ბიბლოსის პორტი და ისტორიული უბნები ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც რამოდენიმე ასეული წლის წინ იყო. აქვეა 12-13 საუკუნის ჯვაროსნების ისტორიული ციხე-სიმაგრე.
კოლომბო, შრი-ლანკა
1.Galle Face Green 1859 წელს ბრიტანელების მიერ აგებული პრომენადაა, სადაც ცხენების დოღი ტარდებოდა. დღეს ეს ადგილი კოლომბოს ყველაზე დიდ ღია სივრცეს წარმოადგენს.
2. დეჰილავას ზოოპარკი - პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ზოოპარკია. აქ არის უზარმაზარი აკვარიუმი სადაც 500-ზე მეტი წყლის ბინადარია. აქვეა უზარმაზარი პეპლების ბაღი.
ჰიდერბადი, ინდოეთი
1. თუ თქვენ ძვირფასი თვლებისა და სამკაულები მოყვარული ბრძანდებით, მაშინ მარგალიტების ქალაქში იმოგზაურეთ. ქალაქის უძველეს „ლად ბაზარში" უამრავი მოციმციმე, მოკაშკაშე მარგალიტი და სხვადასხვა სამკაულია გამოფენილი.
2. 16-ე საუკუნის გონკოლდა-ს ფორტ-ში თქვენ შეგიძლიათ უძველესი ქალაქის არქიტექტურა, წყალმომარაგების სისტემა, ფაბრიკები და სასახლეები იხილოთ.
კატმანდუ, ნეპალი
1.აქ თქვენ უამრავ სასახლეს, ტაძარს და ისტორიულ მოედანს ნახავთ, რომლესაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდი იცავს.
2.ბაზრობაზე შეგიძლიათ შეიძინოთ, ხელნაკეთი ქაღალდის ნაწარმი, ქსოვილები და ეგზოტიკური სამკაული.
3.ქალაქის შუაგულში მდებარე ოცნების ბაღები საუკეთესო დასავენებლ ადგილია ტურისტისთვის, სადაც უამრავი შადრევანი და პავილიონია გაშენებული.