ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
05/10/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
91 სრულად რეაბილიტირებული სკოლა და გაუმჯობესებული სასწავლო გარემო 37 000 მოსწავლისთვის
შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა საქართველოში - სწორედ ეს არის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიზანი, რომლის განხორციელებასაც ფონდი აქტიურად უწყობს ხელს. აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის მეშვეობით, ფონდი ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში წარმატებულ და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.
ახალ 2018-2019 სასწავლო წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო 28 ახალი, სრულად რეაბილიტირებული სკოლით შეხვდა. შედეგად, მიმდინარე სასწავლო წელს, დამატებით 13 ათასამდე მოსწავლე სწავლას განახლებულ სასწავლო გარემოში აგრძელებს. საქართველოს მასშტაბით, ამჟამად, რეაბილიტირებულია მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში 58 საჯარო სკოლა. აღნიშნული რეაბილიტაციისთვის დახარჯულია 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი.
ჯამში, ფონდი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს. მულტიფუნქციურ ლაბორატორიებში 140 დასახელების სხვადასხვა ლაბორატორიული აღჭუვილობა-დანადგარი მოსწავლეებისთვის საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის.
91 საჯარო სკოლის საერთო ფართობი 221 180 კადრატულ მეტრს აღემატება. აშშ-ის მთავრობის 140 მილიონი აშშ დოლარიანი გრანტიდან საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის 56 მილიონი დოლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სკოლები სტატისტიკური მოდელის გამოყენებით შეირჩა.

აღსანიშნავია, რომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული სკოლები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. სკოლებში უსაფრთხო და ენერგოეფექტური გათბობა და ელექრო მომარაგება ეწყობა. რეაბილიტაცია სეისმურ და კლიმატურ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლები არის უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ამ დროისთვის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ საქართველოს მასშტაბით 33 სკოლის სრული რეაბილიტაციას პროცესი მიმდინარეობს, რომელთა ნაწილიც ექსპლუატაციაში 2019 წლის თებერვალში შევა, დანარჩენი სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები კი 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ახალი, კომფოტული, უსაფრთხო და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით აღჭურვილი 91 საჯარო სკოლა ჯამში 37 000 მოსწავლისთვის გააუმჯობესებს სასწავლო გარემოს. აღნიშნული, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე, ამ სკოლებში მომუშავე პედაგოგებისთვის, რაც იქნება სტიმული და წინაპირობა, ქვეყნის განათლების ზოგადი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

სკოლების სრული რეაბილიტაციის გარდა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო საჯარო სკოლის მასწავლებლებს, დირექტორებსა და ფასილიტატორებს პროფესიული განვითარების ტრენინგებს სთავაზობს. რაც მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად რამდენიმე გრძელვადიან ტრენინგ-მოდულს მოიცავს. ტრენინგები ჩატარდა და ახლაც მიმდინარეობს საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის. ჯამში, ფონდის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო და კვალიფიკაცია აიმაღლა 27 000 პედაგოგ-მასწავლებელმა, 4 600-მა საჯარო სკოლის დირექტორმა და 3 300-მდე პროექტის ფასილიტატორმა. ეს კი, ზოგადი განათლების საფეხურის განსავითარებლად და მოსწავლეზე ორიენტირებული, ეფექტური სასწავლო გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2692