ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ALCATEL საქართველოში მობილური ტელეფონის მსოფლიო პრემიერას გამართავს
28/10/2011


პრესრელიზი

27 ოქტომბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge

 

  ALCATEL   საქართველოში მობილური ტელეფონის მსოფლიო პრემიერას გამართავს

[PUBLICITY.GE] თბილისი, 27 ოქტომბერი,2011 - ფრანგული კომპანია  ALCATEL  (ალკატელი)  საქართველოში პირველად ტელეფონის მსოფლიო პრემიერას გამართავს.

ბილაინის აბონენტები საქართველოში, პირველები გახდებიან, რომლებიც ALCATEL -ის უახლეს მოდელს  ( ONE Touch ot 818) -ს იხილავენ.
თბილის შემდეგ ტელეფონის მსოფლიო პრემიერა  მსოფლიოს სხვა და სხვა ქალაქში , პარიზში, შანჰაიში, და ა.შ შედგება.

ტელეფონი გაყიდვაში რამდენიმე კვირაში გამოვა.

მობილური ტელეფონის მსოფლიო პრემერას ALCATEL -ის   დირექტორი გაყიდვების მიმართულებით ალექანდრე არშინოვი გამართავს.

პრეზენტაცია 28 ოქტომბერს, 20.00- ზე  სასტუმროში  რედისონ ბლუ ივერია  შედგება.

მსოფლიო პრემიერას დაესწრებიან ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

უახლესი მობილური ტელეფონიდან პირველ ზარს  კოჯრის ბავშვთა  სახლის დასახმარებლად, მოკლე ნომერზე,  ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა  განახორციელებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ALCATEL -ის  ტელეფონის გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი ბილაინის კამპანიის ფარგლებში,  " ნათელი ფერები ბავშვებს" ქველმოქმედებას მოხმარდება.

„ ჩვენ  დიდი ხანია ვაკვირდებით  საქართველოს ბაზარს და დავრწუნდით, რომ ის ჩვენთვის განსაკუთრებით მიმზიდველია, როგორც  გაყიდვების კუთხით, ასევე იმ ინფრასტრუქტურული საშუალებებით, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს.

გადავწყვიტეთ, რომ სხვა უფრო დიდი ქალაქების ნაცვლად მსოფლიო პრემიერა საქართველოში გაგვემართა, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ეს ინიციატივა იქნება მაგალითი სხვა კომპანიებისათვის, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის უფრო მეტი ღონისძიება გაიმართოს.

ბილაინის დახმარებით, ჩვენ საკმაოდ აქტიურ მოთამაშეებად გადავიქეცით საქართველოს სატელეფონო ბაზარზე, მომხარებელს უკვე ვთავაზობთ 10 -ზე მეტი ტელეფონის ასორტიმენტს, სხვა და სხვა საფასო სეგმენტში"განაცხადა  ალკატელის წარმომადგენელმა  ალექსანდრე არშინოვმა.

„ ბილაინი უკვე წელიწადზე მეტია, რაც მომხმარებელს  ალკატელის ფირმის ტელეფონებს სთავაზობს. ამ ტელეფონების გასაოცარმა პოპულარობამ და მათმა ხარისხმა დაგვანახა, კომპანიასთან ექსკლუზიური თანამშრომლობის საჭიროება.  გარდა ამისა, ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ Alcatel-მა სწორედ საქართველო აირჩია, მსოფლიო პრემიერისთვის ჩასატარებელ ქალაქად "  განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.

 

                                             

წაკითხულია: 2730