ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
AUCHAN-ის პროდუქტი უკვე გუდვილშია
28/10/2011


პრესრელიზი

28 ოქტომბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნატო დარჩიაშვილი

 2242301
Fax:(+995 32) 242303
Cell:(+995 99) 510144

AUCHAN- ის პროდუქტი უკვე გუდვილშია

[PUBLICITY.GE] თბილისი, 28 ოქტომბერი,2011 - "გუდვილი" ასორტიმენტს აფართოებს. ცნობილი ფრანგული ჰიპერმარკეტების ბრენდის AUCHAN-ის პროდუქტი ექსკლუზიურად მხოლოდ  "გუდვილში" გაიყიდება. ბაკალეა, საკონდიტრო ნაწარმი, გამაგრილებელი სასმელები, საყოფაცხოვრებო ქიმია და პარფიუმერია, საბავშვო ხაზი- 1000-მდე დასახელების პროდუქტი გუდვილის დახლებზე უკვე გამოჩნდა.


"AUCHAN მსოფლიო ბრენდია. მათი Pრივატე Lაბელ-ის ექსკლუზიური იმპორტი ბევრ რამეს ნიშნავს. ეს არის ტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც დინამიურად ვითარდება და განსაკუთრებულ ინტერესს ჩვენი რეგიონის მიმართ იჩენს. პარტნიორობაზე მოლაპარაკებები მათი მხრიდან უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 3 წლის წინ შეისწავლეს საქართველოს ბაზარი და საბოლოოდ, გუდვილთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. მიწვეული ვიყავით საფრანგეთშიც, სადაც თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი. პირველ ეტაპზე მათ მიერ წარმოებული 1000-მდე დასახელების პროდუქტი ჩამოვიტანეთ. AUCHAN-სთვის ხარისხის კონტროლი და მომხმარებლის კმაყოფილება მთავარი პრინციპია. რა თქმა უნდა გუდვილის ინტერესიც სწორედ ეს არის. მომხმარებელს ვთავაზობთ მკაცრად კონტროლირებულ პროდუქციის ხარიხსს ხელმისაწვდომ ფასად. აქვე ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ყიდვამდე ნებისმიერი პროდუქტი დააგემოვნონ. "გუდვილში" მოსულ მყიდველს საფრანგეთის დროშის ფერებში გამოწყობილი გოგონები დახვდებათ, რომლებიც AUCHAN-ის პროდუქტს დააგემოვნებინებენ. დარწმუნებული ვარ, რომ მომხმარებლის მოლოდინს გავამართლებთ. სამომავლოდ კი, აუცილებლად გაიზრდება პროდუქციის ასორტიმენტი და სხვა კატეგორიებსაც მოიცავს." განაცხადა "გუდვილის" ვიცე-პრეზიდენტმა ნინო შევარდნაძემ.

ცნობისათვის: ფრანგული AUCHAN უკვე 50 წელზე მეტია რაც რითეილ ბაზარზე ოპერირებს. მისი ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ქსელი 12 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მხოლოდ 2010 წელს ბრენდმა 44 ახალი ჰიპერმარკეტი გახსნა ევროპისა და აზიის ბაზრებზე. AUCHAN-ის სიმბოლო გულწითელა ჩიტია, რომელიც ბრენდთან ხალხის სიყვარულისა და გულღია ხასიათის გამო ასოცირდება.

 

წაკითხულია: 2597