26 სექტემბერი, 2012
დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 574-482181, 597-998272
ელ. ფოსტა: info@biaff.org
ვებ-გვერდი:www.biaff.org
სოც. მედია:www.facebook.com/biaffbatumi
BIAFF - ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა
2012 წლის 16-23 სექტემბერს გაიმართა ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი. კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.
კინოფესტივალის ჩატარების ადგილი - კინოთეატრი „აპოლო" და სასტუმრო „რედისონის" დარბაზი
23 სექტემბერს, სასტუმრო „შერატონის" დარბაზში გაიმართა კინოფესტივალის დახურვის ცერემონია, რომლის დროსაც სხვადასხვა საკონკურსო სექციაში გამოვლინდა გამარჯვებული ფილმები.
მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი - საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ხუთი წევრისგან - ელდარ შენგელაია (საქართველო) - თავმჯდომარე, სერგეი ლავრენტიევი (რუსეთი), ნიკ ჰოლდსვორთი (დიდი ბრიტანეთი), გიორგი პალფი (უნგრეთი), რიჩარდ ბრილსკი (პოლონეთი), გამოავლინა გამარჯვებული ფილმები:
დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი - საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ხუთი წევრისგან - რადოსლავ პივოვარსკი (პოლონეთი) - თავმჯდომარე, ფარდინ საჰებზამანი (ირანი), გუნერ გულერი, თურქეთი), სერგეი ბუკოვსკი (უკრაინა), ნინო ორჯონიკიძე (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებული ფილმები:
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი - საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ხუთი წევრისგან სიტორა ალიევა (რუსეთი) - თავმჯდომარე, კრისტოფ კორპჩინსკი, პოლონეთი, ირინა რომანჩენკო (უკრაინა), მიშელ კლიმკიევიჩ (პოლონეთი), დათო ჯანელიძე, (საქართველო),გამოავლინა გამარჯვებული ფილმები:
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - საზამთრო, ტატო კოტეტიშვილი, პოლონეთი/საქართველო, 2012წ
- ჟიურის სპეციალური პრიზი - თავისუფლების სამი დღე, ლუკაშ ბოროვსკი, პოლონეთი, 2011 წ.
ბათუმის კინოფესტივალი წელს, ძალიან საინტერესო კინოფილმების პროგრამასთან ერთად რამდენიმე საპატიო სტუმარს მასპინძლობდა. მათ კინომოყვარულებისთვის საინტერესო მასტერკლასი ჩაატარეს და კინოფესტივალის BIAFF სპეციალური პრიზები გადაეცათ:
კინოფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა სხვა მრავალი საინტერესო ღონისძიება:
კინოფესტივალის სპონსორები - კომპანია „აირზენა", ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი" ფონდი «ღია საზოგადოება - საქართველო"
კინოფესტივალის მხარდამჭერები - პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, „HQ პროპაგანდა", კავკასიის უნივერსიტეტი, „სინგულარ ჯგუფი", ტურკომპანია „ვონდერლენდი", კინოთეატრი „აპოლო", Iveria Group, კაფე „სინატრა", „ Facebook კაფე",
კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი - საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეარხი PIK
კინოფესტივალის მედია პარტნიორები - რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, პალიტრა მედია, აჭარის ტელევიზია, არტარეა (Artarea TV), ტელეარხი STYLE TV (www.style-tv.ru), პალიტრა ტვ, ჟურნალი „რეიტინგი", „ბომონდი", „თბილისი OUT", გაზეთი - „ჯორჯია თუდეი", ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - „ინტერპრესნიუსი" (www.ipn.ge), ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com)
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 574-482181, 597-998272
ელ. ფოსტა: info@biaff.org; ვებ-გვერდი:www.biaff.org
სოც. მედია:www.facebook.com/biaffbatumi, http://www.biaffbatumi.wordpress.com/