ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
BIAFF 2012 „ინდუსტრიული შეხვედრები"
07/09/2012


მედია რელიზი

7 აგვისტო, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
  

საკონტაქტო ინფორმაცია
press@biaff.org
ტელ: 574-482181б
597-998272

BIAFF 2012 „ინდუსტრიული შეხვედრები"

BIAFF 2012   „ინდუსტრიული შეხვედრები"   ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი  გაიმართება  2012 წლის 16-23 სექტემბერს.
 
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი -  ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.   ­­­

კინოფესტივალის ჩატარების ადგილი
- კინოთეატრი „აპოლო" და  სასტუმრო „რედისონის" დარბაზი   2011 წელს ბათუმის კინოფესტივალის  ფარგლებში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით ორგანიზებული იქნა "BIAFF ინდუსტრიული შეხვედრები"  რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპის კინოაკადემიის, ჰ. ბალსის ფონდი (როტერდამის კინოფესტივალი), EAVE, პოლონეთის კინოინსტიტუტის, ა. ვაიდას სკოლის წარმომადგენლები და პროდიუსერები.  

2012 წელს ბათუმის კინოფესტივალზე გრძელდება "BIAFF ინდუსტრიული შეხვედრები", რომელიც გაიმართება 21-22 სექტემბერს. აღნიშნულ დღებში ორგანიზებული იქნება - „პოლონურ-ქართული" და „თურქულ-ქართული" შეხვედრა, რომლის დროსაც დაგეგმილია 5-6 პროდიუსერის/რეჟისორის ვიზიტი პოლონეთიდან და 8 პროდიუსერის/რეჟისორის ვიზიტი თურქეთიდან.  ღონისძიებას ასევე დაესწრებიან აჭარის კულტურის, განათლების და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, რომელებიც წარმოადგენენ „აჭარის რეგიონალური კინოფონდის" პრეზენატაციას და საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლები. დაგეგმილია ასევე პოლონეთის კინოს ინსტიტუტის წარმომადგენლის დასწრებაც (PISF).  

"BIAFF 2012  ინდუსტრიული შეხვედრების" მიზანია -   პოლონელი და თურქი პროდიუსერების ქართველ რეჟისორებთან და პროდიუსერებთან თანამშრომლობის და ნეთვორქინგის განვითარების ხელშეწყობა ერთობლივ კინოპროექტების განხორციელების მიზნით.   ჩვენს მიერ პოლონეთი და თურქეთი შერჩეული იქნა, როგორც პოტენციურად მნიშნველოვანი პარტნიორი ქვეყნები კინოს სფეროსი კო-პროდუქციის განვითარების კუთხით.  წლევენდელი შეხვედრას ექნება გაცნობითი ხასიათი, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ პოლონეთში, თურქეთში, საქართველოში კინოს სფეროში მიმდინარე პროცესებს, ფინანსირების საშუალებებს, კო-პრდუქციის შესაძლებლობებს, განსაზღვრონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მოხდეს გამოცდილების გაზიარება  ევროული კო-პროდუქციის საკითხებში. ასევე მოხდება მონაწილეების მოსაზრებების შეჯერება მსგავსი შეხვედრების სამომავლო ფორმატის და დამატებითი კომპონენტების (მაგ: პიტჩინგი) შესახებ.

BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტი აპირებს, რომ  პოლონურ-ქართულ და ქართულ-თურქულ  შეხვედრებს მიეცეს ყოველწლიური ხასიათი (სამომავლოა შეიძლება დაემატოს უკრაინა). ამ კუთხით დაგეგმილია  როგორც ქართული ისე პოლონური და თურქული მხრიდან არსებული თუ პოტენციური პარტნიორიების/მხარდამჭრების დაინტერესება და სამომავლოდ "BIAFF 2012  ინდუსტრიული შეხვედრების" სახით ერთგვარი პლატფორმის ფორმირება (კინოპროექტებისთვის „პიტჩინგის" დამატება), რაც ხელს შეუწყობს  სამ ქვეყანას შორის (და ამას შეიძლება სამომავლოდ დაემატოს უკრაინა) კინოს სფეროში აქტიურ თანამშრომლობას და კო-პროდუქციის განვითარებას.


პოლონური მხრიდან წარმოდგენილი იქნებიან
-  Radosław Piwowarski (პროდიუსერი/რეჟისორი), Ryszard Brylski რეჟისროი),         Krzysztof Kopczynski, EUREKA MEDIA Ltd., Anna Wydra, OTTER FILMS , jerzy Sladkowsk (პროდიუსერი), პოლონეთის კინოინსტიტუტის წარმომადგენელი.

თურქული მხრიდან  შეხვედრას დაესწრებიან -  Guner Gulen-Yalan Dunya Film Yapim Ltd.,        Alper Ozcan- NAR Film, Huseyin Karabey, Asi Film, Daghan Celayir, Filmpark, Tolga Esmer- Sinefilm, Bertrand Glosset - Caravan Film, Derya Tarim- Lacivert Film, Dervis Zaim- producer, Enis Kostepen - Bulut Films, Guillaume Deseille - Arizona Films (France).  

"BIAFF 2012  ინდუსტრიული შეხვედრებზე" მონაწილეობის მსურველ ქართველ  რეჟისორებს/პროდიუსერებს  კინოფესტივალის მენეჯმენტი თავაზობს უფასო აკრედიტაციას, რაც გულისხმობს კინოჩევენებებზე, მასტერკლასებზე "BIAFF 2012  ინდუსტრიული შეხვედრებზე" და კინოფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული საღამოებზე/წვეულებებზე დასწრებას.   მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდენ ელ.ფოსტის მეშვეობით -   info@biaff.org   

ბათუმის კინოფესტივალის  ფარგლებში, გარდა საინტერესო კინოფილმებისა და "BIAFF 2012  ინდუსტრიული შეხვედრებისას" დაგეგმილია ასევე მასტერკალსები/შეხვედრები შემდეგი რეჟისორების მონაწილეობით: -      Jerzzy Hoffman/ერჟი ჰოფმანი (პოლონეთი); -      Nuri Bilge Ceylan /ნური ბილგე ჩეილან (თურქეთი); -      Eldar Shengelaia /ელდარ შენგელაია (საქართველო);  -      Sean McAlister/შონ მაკალისტერი (დიდი ბრიტანეთი)   -      Pietro marcello/პიეტრო მარჩელო (იტალია) - CAUCADOC-ის პროექტი,    კინოფესტივალის სპონსორები - კომპანია „აირზენა", ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი" ფონდი «ღია საზოგადოება - საქართველო"

კინოფესივალის მხარდამჭერები -  პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, „HQ პროპაგანდა",  „სინგულარ ჯგუფი", ტურკომპანია „ვონდერლენდი", კინოთეატრი „აპოლო".

კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი - საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეარხი PIK


კინოფესტივალის  მედია პარტნიორები - რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  პალიტრა მედია, აჭარის ტელევიზია,  არტარეა (Artarea TV),  ტელეარხი STYLE  TV (
http://www.style-tv.ru/), პალიტრა ტვ, ჟურნალი „რეიტინგი", „ბომონდი", „თბილისი OUT" გაზეთი - „ჯორჯია თუდეი", ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - „ინტერპრესნიუსი" (http://www.ipn.ge/),  ფაბლისითი ჯგუფი (http://www.publicity.ge/), Film New Europe (http://www.filmneweurope.com/)    

წაკითხულია: 2634