ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
BIAFF 2015 - ბათუმის კინოფესტივალი აცხადებს ფოტო/ვიდეო კონკურსს „I LOVE BIAFF / მე მიყვარს BIAFF“
03/07/2015

პრესრელიზი

დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის
3.07.2015
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 599-482181
ელ. ფოსტა: marketing@biaff.org
ვებ-გვერდი:www.biaff.org
სოც. მედია:www.facebook.com/biaffbatumi

BIAFF 2015 - ბათუმის კინოფესტივალი აცხადებს ფოტო/ვიდეო კონკურსს 
„I LOVE BIAFF / მე მიყვარს BIAFF"

კონკურსი ითვალისწინებს შემდეგს:

• ვიდეო-კონკურსი - მონაწილემ უნდა ჩაწეროს 10-30 წმ.-იანი ვიდეორგოლი (სმარტფონითაც შეიძლება მარტივად ამის გაკეთება), სადაც ამბობს თუ რატომ არის მისთვის საინტერესო BIAFF კინოფესტივალი, რატომ მოსწონს/უყვარს  , რატომ ურჩევდა სხვებსაც დასწრებას, რას უსურვებდა კინოფესტივალს და ა.შ. ვიდეო-რგოლი შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი როგორც უბრალოდ მიმართვა (ტექსტი), ასევე - კრეატიული კლიპის, არტის სახით. 
• ფოტო-კონკურსი - მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ საკუთარი სურათები სადაც ჩანს, მაგ: წარწერა ფურცელზე „I Love BIAFF-ზე", რომელიც ხელში უჭირავს მონაწილეს (მარტივი ფორმა), ან მონაწილეებმა შეუძლია გამოიყენონ თავიანთი ფანტაზია და წარმოადგინონ კრეატიული ფოტოები (რასაც ცხადია გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვს).

კონკურსის პერიოდი - 10 ივნისი - 1 სექტემბერი - ვიდეორგოლების მიღება დასრულდება 1 სექტემბერს. გამარჯვებულები გამოვლინდება 5 სექტემბერს

კონკურსში მონაწილეობის პირობები - კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ამისათვის საჭიროა:
- სააპლიკაციო ფორმა - მონაწილეებმა უნდა შეავსონ მარტივი სააპლიკაციო ფორმა, სადაც მიუთითებენ შემდეგს - სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ტელეფონი, , facebook-ზე პიროვნების პროფილის ბმული (Link), ვიდეო-რგოლის (უნდა აიტვირთოს აიტვირთოს youtube-ზე და სააპლიკაციო ფორმის შესაბამის გრაფაში ჩაიწეროს ვიდეო-რგოლის ბმული) ან ფოტოს ბმული (Link)
ვიდეო რგოლი ასევე შესაძლებელია აიტვირთოს INSTAGRAM-ზეც, სადაც აუცილებლად უნდა მიეთითოს შემდეგი ჰაშტაგი - #ILOVEBIAFF
სააპლიკაციო ონლაინ ფორმა შეგიძლიათ შევასოთ აქ - https://goo.gl/EDXys0

შენიშნვა - ვიდეო-რგოლი (თუ მცირე მოცულობისაა) და ფოტო შესაძლებელია გამოიგზავნოს ელ.ფოსტითაც - biaffbatumi@gmail.com . თუმცა უმჯობესია სააპლიკაციო ფორმაში ვიდეო-რგოლის ან ფოტოს ბმულის მითითება.

გამოგზავნილი ვიდეო-რგოლები დაიდება ჩვენს ოფიციალურ youtube არხზე (www.youtube.com/biaffbatumi). ფოტო აიტვირთება კინოფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე (www.facebook.com/biaffbatumi) შექმნილ ფოტო-კონკურსის ალბომში. 
მონაწილეებმა BIAFF კინოფესტივალის youtube ან instagram არხზე დადებული ვიდეო-რგოლი და ფესტივალის facebook გვერდზე დადებული ფოტო უნდა გააზიარონ თავიანთ ფეისბუქ გვერდზეც.

ყველა მონაწილეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოწონებული („დალაიქებული") BIAFF ფეისბუქ გვედი - www.facebook.com/biaffbatumi !!!

კონკურსის გამარჯვებულები და პრიზები 

გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგნაირად:
- ვიდეო-რგოლი რომელსაც ექნება ყველაზე მეტი ნახვა და "Like". „ლაიქების" შეგროვების მიზნით მონაწილეებს შუეძლიათ თავისი ვიდეო-რგოლი გააზიარონ/გაავრცელონ (Share) უშუალოდ კინოფესტივალის youtube არხიდან.
- ფოტო - ის ფოტო რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ლაიქს. ფოტოები დადებული იქნება ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შექმნილ ფოტო-კონკურსის ალბომში და შესაბამისად აქ დადებული ფოტოების „ლაიქების" მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებული. „ლაიქების" შეგროვების მიზნით მონაწილეებს შუეძლიათ თავისი ფოტო გააზიარონ/გაავრცელონ (Share) უშუალოდ კინოფესტივალის ფეისბუქ გვერდზე დადებული ალბომიდან და ფოტოს გაზიარებისას (Share) პოსტში უნდა ჩაწერონ, რომ მსურველებმა (ვისაც მოსწონს ფოტო) "Like" უნდა გააკეთონ უშუალოდ ფოტოზე და არა გაზიარებულ პოსტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში "Like" ამ ფოტოზე არ დაფიქსირდება. 

BIAFF ფესტივალის მენეჯმენტი თავისი მხრივ ასევე გამოავლენს თავის ფავორტ თითო ფოტოს და ვიდეო-რგოლს, რომელიც ყველაზე საინტერესოდ და კრეატიულად ასახავს კინოფესტივალის (და კონკრუსის) არსს. შესაბამისად ფესტივალის მენეჯმენტის ფავორიტ ვიდეო-რგოლის/ფოტოს ავტორს ასევე გადაეცემა კონკურსის პირველი ადგილისთვის განკუთვნილი პრიზი.

+ როდესაც მონაწილეები გააზიარებენ/გაავრცელებენ ფოტოს ან ვიდეო-რგოლის ბმულს პოსტში სრულად უნდა ჩაწერონ ეს ტექსტი „მე მიყვარს BIAFF / #ILoveBIAFF #BIAFF #BIAFF2015

პრიზები (მოქმედებს როგორც ფოტო ისე ვიდეო კონკურსისთვის)

I ადგილი - BIAFF კინოფესტივალის აბონემენტი (ყველა კინოსეანსზე დასწრების უფლება), გახსნის და დახურვის ცერემონიის მოსაწვევი (2 პერსონაზე), გახსნის და დახურვის ბანკეტზე დასწრების მოსაწვევი, კინოფესტივალის მაისური
II ადგილი - BIAFF კინოფესტივალის აბონემენტი (ყველა კინოსეანსზე დასწრების უფლება), გახსნის და დახურვის ცერემონიის მოსაწვევი (2 პერსონაზე), დახურვის ბანკეტზე დასწრების მოსაწვევი, კინოფესტივალის მაისური
III ადგილი - BIAFF კინოფესტივალის აბონემენტი (ყველა კინოსეანსზე დასწრების უფლება), გახსნის და დახურვის ცერემონიის მოსაწვევი (2 პერსონაზე)

++ საუკეთესო ვიდეო-რგოლების (4-5) და საუკეთესო ფოტოების (10 ფოტო) ნაკრები ნაჩვენები იქნება BIAFF კინოფესტივალის გახნის ცერემონიაზე - ავტორების სახელების მითითებით ! 
++ საუკეთესო 10 ფოტო გამოიფინება ფესტივალის მსვლელობისას - გასხნა-დახურვის ცერემონიის დროს !
იმის მიხედვით, თუ კონკურსისთვის მოიძებნება დამატებითი მცირე სპონსორების - შესაძლებელია პრიზების რაოდენობა გაიზარდოს !

კინოფესტივალის სპონსორები - ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „DIVAN SUITES BATUMI" 
კინოფესტივალის მხარდამჭერები - კინოთეატრი „აპოლო", პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, ფრანგული ინსტიტუტი, „HQ პროპაგანდა", „ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი ETI 2000" (ბათუმი)
კინოფესტივალის მედია პარტნიორები - საზოგადოებრივი მაუწყებელი (გენერალური მედია პარტნიორი), რადიო ფორტუნა/ფორტუნა +, აჭარის ტელევიზია, გაზეთი - „ჯორჯია თუდეი", ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com)
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi; 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ - press@biaff.org; ტელ: 599-482181б 597-998272

 

წაკითხულია: 5459