პრესრელიზი
7 სექტემბერი, 2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
BIAFF 2015 - ბათუმის კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა, სტუმრები და პროგრამა
ბათუმის საავტორო ფილმების მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება 2015 წლის 13-20 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.
საავტორო ფილმების ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან:
- საერთაშორისო კონკურსი - მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციები
- დიდოსტატთა კოლექცია
- ქართული პანორამა
- ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია
- რეტროსპექტივები
- "SHORT MATTERS!"- ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია
- მასტერ-კლასები
2015 წლის კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი 30 ქვეყნიდან და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მოწვეული იქნებიან სტუმრები ევროპიდან, აშშ-დან, პოსტ-საბჭოთა სივრციდან და აზიიდან (მთლიანობაში 60-70 სტუმარი).
2015 წლის საკონკურსო ფილმებს შეაფასებს ჟიური შემდეგი შემადგენლობით:
• საერთაშორისო კონკურსი - მხატვრული ფილმების სექცია - ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) - ჟიურის თავმჯდომარე, ქრისტოფერ გუდუინ (დიდი ბრიტანეთი), ნიკი კარიმი (ირანი), ნიკოლას რონჩი, საფრანგეთი, გიორგი ოვაშვილი.
გათვალისწინებულია პრიზების შემდეგი კატეგორიები - გრან პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი, საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი
• საერთაშორისო კონკურსი - დოკუმენტური ფილმების სექცია - ზელიმერ ზილნიკი (სერბეთი) - ჟიურის თავჯდომარე , ვოიციეჩ სჩუდლო (პოლონეთი), დენის უიტლი (დიდი ბრიტანეთი), ირინა გორდიჩუკ (უკრაინა), ლაშა ხალვაში (საქართველო)
ჟიური აღნიშნულ სექციაში გასცემს შემდეგ პრიზებს - საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი
• საერთაშორისო ჟიური - მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია - ნენად ძინდარევიჩი, ბოსნია-ჰერცოგოვინა- (ჟიურის თავჯდომარე), ზიგფრიდ, (საფრანგეთი), ელენე იანოვსკი (ისრაელი), თინათინ ყაჯრიშვილი (საქართველო)
ჟიური აღნიშნულ სექციაში გასცემს შემდეგ პრიზებს - საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი
საპატიო სტუმრები - ოთარ იოსელიანი, მერაბ ნინიძე, ნასტასია კინსკი, ნიკი კარიმი, მაია კომოროვსკა, ზელიმირ ზილნიკი, ლანა ღოღობერიძე, ბაკურ ბაკურაძე. კინოფესტივალს დაესწრებიან მონაწილე ფილმების რეჟისორები, მსახიოებები და ასევე ინდუსტრიული პლატფორმის კუთხით წარმოდგენილი იქნებიან პროდიუსერები და კინოინდუსტრიის ექსპერეტები სხვადასხვა ქვეყნებიდან
საავტორო კინოს ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა
გახსნის ფილმი - „ზამთრის სიმღერა", ოთარ იოსელიანი, საფრანგეთი / საქართველო, 2015წ. 117 წთ.
საერთაშორისო კონკურსი-მხატვრული ფილმების სექცია
1. ელექტრო ღრუბლების ქვეშ, ალექსეი გერმან უმცროსი, რუსეთი / უკრაინა / პოლონეთი, 2015წ. 138 წთ.
2. თიკუნი, ავიშაი შივანი, ისრაელი, 2015წ. 120 წთ.
3. მაზარ შარიფი, აბდულ ბარზიდეჰი, ირანი, 2015წ.
4. მუსტანგი, დენიზ გამზე ერგიუვენი, საფრანგეთი / გერმანია / თურქეთი / კატარი, 2015წ. 97 წთ.
5. მშვიდობა მხოლოდ გვესიზმრება, შარუნას ბარტასი, ლიტვა / საფრანგეთი / რუსეთი, 2015წ. 107 წთ.
6. პაწაწინა, ოლე ქრისტიან მადსენი, დანია / ხორვატია / შვედეთი / არგენტინა, 2014წ. 107 წთ.
7. სიმღერათა სიმღერა, ევა ნეიმანი, უკრაინა, 2015წ. 76 წთ.
8. ქიმია, ბარტეკ პროკოპოვიჩი, პოლონეთი, 2015, 105 წთ.
9. ძმა დეჟანი, ბაკურ ბაკურაძე, რუსეთი / სერბეთი, 2015წ. 113 წთ.
10. ჯეიმზ უაიტი, ჯოშ მონდი, აშშ, 2015წ. 86 წთ.
საერთაშორისო კონკურსი-დოკუმენტური ფილმების სექცია
1. ანგელოზის შეხება, მარეკ ტომაშ პავლოვსკი, პოლონეთი/გერმანია 2015 წ. 60 წთ.
2. ემი, ასიფ კაპადია, დიდი ბრიტანეთი, 2015წ. 127 წთ.
3. კარტელის მიწა, მეთიუ ჰეინმანი, აშშ/მექსიკა, 2015 წ. 98 წთ.
4. ოდესღაც, დედაჩემი, სოფია ტურკიევიჩი, ავსტრალია/პოლონეთი/უკრაინა, 2014 წ. 75 წთ.
5. ორმაგი უცხოები, უგის ოლტე, ლატვია/საქართველო, 2015 წ. 60 წთ.
6. რუსული კოდალა, ჩად გარსია, აშშ/უკრაინა, 2014 წ. 82 წთ.
7. სირიული სიყვარულის ისტორია, შონ მაკალისტერი, გაერთიანებული სამეფო, 2015 წ. 80 წთ.
8. უკანასკნელი დღეები ვიეტნამში, რორი კენედი, აშშ, 2014 წ. 98 წთ.
9. ჩრდილოეთის, დომინიკ განიონი,კანადა, 2015 წ. 74 წთ.
საერთაშორისო კონკურსი- მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია
1. ოსეგავარი, ტატო კოტეტიშვილი, საქართველო, 2015წ. 8წთ.
2. მზადება, გიორგი წილოსანი, საქართველო, 2015 წ. 20'18წთ.
3. დაკარგული მიწა, ლევან ლომჯარია, საქართველო, 2015წ. 31'41წთ.
4. დათვი, ავთანდილ ჩაჩიბაია, აშშ, 2015წ. 10წთ.
5. მჭადა (ყვავილედი), ალექსანდრე დერბი, დიდი ბრიტანეთი, 2015წ. 9'33 წთ.
6. ადამი, იულია ჰანჩარი, ბელარუსია, 2014წ. 34წთ.
7. ადამიანები დედამიწაზე, ქსენია ჩერტოვიჩი, ბელარუსია, 2015 წ. 15 წთ.
8. ვიოლონჩელო, ოლისია მორგუნეთ-ისაენკო, უკრაინა, 2014წ. 23'10წთ.
9. ვრცელი ლანდშაფტები - ფაიფურის ისტორიები, ლეა ვიდაკოვიჩი, 2014წ. 11წთ.
10. თარჯიმანი, ემრე კაისი, დიდი ბრიტანეთი/თურქეთი, 2014წ. 23 წთ.
11. ის რაც ღამეს მოაქვს, ლეა ტრიბულეტი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, 2014წ. 20'12 წთ.
12. კარუსელი, ნიკონ რომანჩენკო, უკრაინა, 2015წ. 15წთ.
13. მდინარის მეორე მხარე, რესულ საკინმაზი, თურქეთი, 2015წ. 18'44 წთ.
14. მეშვიდე ცა, ორ ტილინგერი, ისრაელი, 2014წ. 10'30 წთ.
15. სასაკლაო, ბეჰზად აზადი, ირანი, 2015წ. 24 წთ.
16. ტაპრობანა, გაბრიელ აბრანტესი, პორტუგალია/შრი ლანკა/დანია, 2014 წ. 24 წთ.
17. ტკბილი სახლი, ნუნო ბალთაზარი, პორტუგალია, 2014წ. 14'53 წთ.
18. ფლანგის მცველები, ჯასტინ ოაკი, კანადა, 2014წ. წთ.
19. ფრაგმენტაცია, ანა ოვანესოვა, რუსეთი, 2015წ. 12 წთ.
20. ღია მუქo, დანიელ დრუმონდი, აშშ/ბრაზილია, 2014წ. 7'48 წთ.
21. შემაფასე, ფიზალ ბულიფა, დიდი ბრიტანეთი, 2015წ. 15წთ.
22. შიგნით, ნატალია აზევედო ანდრადე, პორტუგალია/უნგრეთი, 2015წ. 3 წთ.
23. ჩემი პეპელა, ლილი დონგი, დიდი ბრიტანეთი, 2015წ. 8'31წთ.
24. ძველი, მარია ქრისტინა პერესი, კოლუმბია, 2014წ. 9'20 წთ.
25. წიწილა, უნა გუნიაკი, გერმანია/ხორვატია, 2014 წ. 15 წთ.
ქართული პანორამა
1. კრედიტის ლიმიტი, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, საქართველო, 2014 წ. 85 წთ.
2. მე ვარ ბესო, ლაშა ცქვიტინიძე, საქართველო, 2014წ. 92 წთ.
3. მემთეურები, ზურაბ ქავთარაძე, საქართველო, 2015 წ. 20 წთ.
4. სოლომონი, ზაზა ხალვაში, საქართველო, 2015წ. 70 წთ.
5. სომალელი ტყვეები, ლევან ადამია, საქართველო, 2015წ. 45'37 წთ.
6. ძმა, ტერი გრენადე, თეონა გრენადე, საფრანგეთი/საქართველო, 2014წ. 94 წთ.
დიდოსტატთა კოლექცია
1. ,,ეიზენშტეინი გუანახუატოში", პიტერ გრინევეი, ბელგია / ფინეთი / მექსიკა / ნიდერლანდები, 2015წ. 105 წთ.
2. ,,მთებმა შეიძლება ადგილი იცვალონ", ცზია ჩჟანკე, ჩინეთი / იაპონია / საფრანგეთი, 2015წ. 131 წთ.
3. „დედაჩემი", ნანი მორეტი, იტალია / საფრანგეთი, 2015წ. 106 წთ.
4. „ერთი ერთზე", კიმ კი-დუკი, სამხრეთ კორეა, 2014წ. 122 წთ.
5. „ზამთრის სიმღერა", ოთარ იოსელიანი, საფრანგეთი / საქართველო, 2015წ. 117 წთ.
6. „ჩემო კარგო ჰანს", ალექსანდრე მინდაძე, გერმანია / რუსეთი, 2015წ. 110 წთ.
რეტროსპექტივა
1. დაუსრულებელი გაქცევა, დაუსრულებელი დაბრუნება, ჰარუთუნ ხაჩატრიანი, სომხეთი/ნიდერლანდები/შვეიცარია, 2014. 87 წთ.
2. დოკუმენტალისტი, ჰარუთუნ ხაჩატრიანი, სომხეთი, 2003წ. 80 წთ.
3. თეთრი ქალაქი, ჰარუთუნ ხაჩატრიანი, სომხეთი, 1988წ. 37 წთ.
4. ქონდი, ჰარუთუნ ხაჩატრიანი, სომხეთი, 1987წ. 40 წთ.
5. რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე , ლანა ღოღობერიძე, საქართველო, 1977წ. 95 წთ.
6. ფეოლა, ბაადურ წულაძე, საქართველო, 1970წ. 36 წთ.
ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია ( Short Matters!)
1. გემის დაღუპვა, მორგან კნიბე, ჰოლანდია, 2014 წ. 15 წთ.
2. დაკარგული ყელსახვევი, ოუენ დაფი, ირლანდია, 2014 წ. 7 წთ.
3. დინოლა, მარიამ ხაჭვანი, საქართველო, 2013 წ. 14'38 წთ.
4. ვეშაპის მდელო, გუნმუნდურ არნარ გუნმუნდსონი, დანია/ისლანდია, 2013 წ. 15 წთ.
5. კედელი, შიმონ საბო, უნგრეთი, 2013 წ. 11 წთ.
6. კიდევ გვაქვს სიცოცხლე, იან-გერიტ სეილერი, გერმანია, 2013 წ. 23 წთ.
7. პური არსობისა, იდან ჰუბელი, ისრაელი, 2014 წ. 19'42 წთ.
8. საგანგებო ზარი, ჰანეს ვარტიაინენი, პეკა ვეიკოლაინენი, ფინეთი, 2013 წ. 15 წთ.
9. სიამაყე, პაველ ვესნაკოვი, ბულგარეთი/გერმანია, 2013 წ. 30 წთ.
10. ტაპრობანა, გაბრიელ აბრანტესი, პორტუგალია/შრი ლანკა/დანია, 2014 წ. 24 წთ.
11. ქალაქი პანიკაში, საახალწლო ნამცხვარი, ვენსან პატარი, სტეფანი ობიე, ბელგია/საფრანგეთი, 2014 წ. 26'30 წთ.
12. ცემენტის პატარა ბლოკი ზღვის შემცველი გაწეწილი თმით, ხორხე ლოპეს ნავარეტეესპანეთი, 2013 წ. 16 წთ.
13. წიწილა, უნა გუნიაკი, გერმანია/ხორვატია, 2014 წ. 15 წთ.
14. 2014 წლის ზაფხული, ვოიჩეკ სობჩეკი, პოლონეთი, 2014 წ. 12 წთ.
კინოფესტივალის სპონსორები - საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო LEOGRAND, სასტუმრო „Divan Suites Batumi",
კინოფესტივალის მხარდამჭერები - კინოთეატრი „აპოლო", "ბრიტანეთის საბჭოები", პოლონეთის აუდიო-ვიზუალური ფონდი, ფრანგული ინსტიტუტი, აშშ საელჩო, იტალიის საელჩო, სატრანსპორტო კომპანია "METRO GEORGIA", ტურკომპანია „Interco", სასტუმროთა ქსელი „რჩეული", სასტუმრო "ბათუმი პლაზა", სასტუმრო "ვანილა", სასტუმრო "ადმირალი", კინოთეატრი "რუსთაველი", ფესტივალი Tbilisi Open Air, HQ პროპაგანდა
კინოფესტივალის მედია პარტნიორები - რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, აჭარის ტელევიზია, გაზეთი - „ჯორჯია თუდეი", Film New Europe (www.filmneweurope.com), FILM PRINT, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge),
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ - press@biaff.org; ტელ: 574-482181б 597-998272