ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
BIAFF 2015 კინოფესტივალის ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულები
13/11/2015
 
რელიზი
 
13 ნოემბერი, 2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 599-482181, 597-998272
ელ. ფოსტა: marketing@biaff.org
ვებ-გვერდი:www.biaff.org
სოც. მედია:www.facebook.com/biaffbatumi

 BIAFF 2015 კინოფესტივალის ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულები 

BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში (13-20 სექტემბერი, 2015 წ.) გამოცხადებული იყო ბლოგერების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ის ბლოგერები რომლებიც ყველაზე საინტერესოდ და აქტიურად გააშუქებდნენ ფესტივალს დაჯილდოვდებოდნენ სხვადასხვა პრიზებით.

კინოფესტივალის მენეჯმენტის მიერ დასრულდა ბლოგერების კონკურსის მონაწილეების  ნამუშევრების შეჯამება და გამოვლინდა გამარჯვებული ბლოგერები. შეფასებაში მონაწილეობდნენ ფესტივალის მენეჯმენტის და მედიის წარმოამდგენლები.

 

ბლოგერების  საუკეთესო ოთხეული:

  1. თამარ მირიანაშვილი  - http://litterator.wordpress.com
  2. ზურა ბალანჩივაძე - http://zurriuss.ge
  3. ლაშა ცერცვაძე  - https://lashafoxtsertsvadze.wordpress.com / ანნა ფარქოსაძე  - https://surrealchild.wordpress.com

 

ოთხივე ბლოგერს გადაეცემა შემდეგი პრიზი

  1. BIAFF პრიზი -  2015 წლის ბათუმის კინოფესტივალზე  დასწრების დაფინანსება, რაც მოიცავს - ტრანსპორტირების, განთავსების და კვების  ფინანსირებას 
  2.  BIAFF პრიზი  - სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრება (აპრილი, 2016 წ.) - BIAFF დაუფინანსებს სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების ხარჯებს შემდეგი პირობებით -  #1, #2 ადგილი -  აკრედიტაცია, ავიაბილეთი (1 გზა)  და განთავსება (5 ღამე);  #3, #4 ადგილი -   აკრედიტაცია, განთავსება (5 ღამე).    განთავსება მოხდება აპარტამენტში - შესაბამისად საჭიროა ოთხივე ბლოგერის ჩასვლა ერთსა და იმავე პერიოდში.  პრიზით სარგებლობისთვის აუცილებელია ბლოგერებისგან სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების საბოლოო კონფირმაცია ფესტივალამდე მინიმუმ 2 თვით ადრე.

სტამბულის კინოფესტივალზე დასწრებას უზრუნველყოფს  BIAFF პარტნიორი კომპანია IntercoTravel Batumi”

  1. კინოთეატრი „რუსთაველის" 3 თვიანი აბონემენტი (1 პერსონისთვის)  - ბლოგერს მოცემულ პერიოდში შეუძლია დაესწროს (ერთჯერ) ნებისმიერი ახალი ფილმის ჩვენებას
  2. GIPA(საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) პრიზი  - GIPA-ს მოკლევადიანი სერტიფიცირებული სასწავლო კურსების (რომელიმე მათგანი) უფასო ვაუჩერი. რადგან მხოლოდ 3 ვაუჩერია პრიზად, ამიტომ გადაეცემა -  3 ბლოგერს:  თამარ მირიანაშვილი , ლაშა ცერცვაძე , ანნა ფარქოსაძე

 

დანარჩენი პრიზები გადანაწილდა შემდეგნაირად:

 

 სასტუმრო „რჩეული ვილას“ ქსელის პრიზი  (2 დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი ქსელის რომელიმე სასტუმროში, ბათუმი/ქუთაის/ თელავი/სიღნაღი, დასვენებისთვის)  შემდეგ ბლოგერებს:

1.    თამარ მირიანაშვილი 

2.    ზურა ბალანჩივაძე

3.    ნიკა უხურგუნაშვილი  & თათია კობიძე  

 

Tbilisi Open Air /AlterVision -ის 2016 წლის ფესტივალის უფასო აბონემენტი: 

1.    ზურა ბალანჩივაძე

2.    ნიკა უხურგუნაშვილი

3.    თათია კობიძე  

4.    მაკა ნათელაური  

5.    ლუკა გოცირიძე

 

 გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" პრიზი 

  1. სოფიკო ბიბიჩაძე - 50 ლარიანი ვაუჩერი
  2. მაკა ნათელაური  - 50 ლარიანი ვაუჩერი
  3. ომარ კეპულაძე - 50 ლარიანი ვაუჩერი
  4. გიორგი დოლიძე -  50 ლარიანი ვაუჩერი

დამატებით:

- ყველა ბლოგერს  გადაეცემა კომპანია  METRO GEORGIA-ს    თბილისი-ბათუმის მარშრუტის თითო ბილეთი (ორმხრივი გზა) - გამოყენებისთვის საჭიროა წინასწარი რეზერვაცია

კინოფესტივალის სპონსორები - საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო LEOGRAND,  სასტუმრო „Divan Suites Batumi“,

კინოფესტივალის მხარდამჭერები - კინოთეატრი „აპოლო“,  “ბრიტანეთის საბჭოები”, პოლონეთის აუდიო-ვიზუალური ფონდი, ფრანგული ინსტიტუტი, აშშ საელჩო, იტალიის საელჩო, სატრანსპორტო კომპანია “METRO GEORGIA”, ტურკომპანია „Interco“, სასტუმროთა ქსელი „რჩეული“, სასტუმრო “ბათუმი პლაზა”, სასტუმრო “ვანილა”, სასტუმრო “ადმირალი”, კაფე “ლაღიძის წყალი”,  კინოთეატრი “რუსთაველი”, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ფესტივალი Tbilisi Open Air,  HQ პროპაგანდა

კინოფესტივალის  მედია პარტნიორები - რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  აჭარის ტელევიზია,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           Film New Europe (www.filmneweurope.com), FILM PRINT, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), გაზეთი “ბათუმლები”, netgazeti.ge 

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org;    www.facebook.com/biaffbatumi

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - info@biaff.org,;  ტელ: 599-482181

  
წაკითხულია: 5529