BIAFF 2018-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - ვიტალი მანსკი (ლატვია) - ჟიურის თავმჯდომარე, ინა როსოვ (გერმანია), ზავენ სარგისიანი (სომხეთი), სერგეი ლავრენტიევი (რუსეთი), მარიამ ჭაჭია (საქართველო), შემდეგი პრიზები გასცა:
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - “მამებისა და შვილების შესახებ”, ტალალ დერკი, გერმანია/სირია/ლიბია/ყატარი, 2017; 99 წთ.
- ჟიურის სპეციალური პრიზი - “დროის ხიდები, ოდრიუს სტონის, ლატვია, 2018; 80 წთ.
BIAFF 2018-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ - ნიკოლოზ ხომერიკი (რუსეთი), ჟალე არიკანი (გერმანია), ქეთევან დევდარიანი (საქართველო), ასევე ორი ძირითად ნომინაციაში გასცა პრიზები:
Ø საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - საშლელი, დავით ფირცხალავა, საქართველო, 2018, 18 წთ.
Ø ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) - გადაეცა ორ ფილმს:
- „ყველა ის არსება“, ჩარლზ ვილიამსი, ავსტრალია, 2018, 13 წთ.
- „საკვები მიტანით“, იაზან ალ გჰაზავი, იორდანია, 2018, 22 წთ.
BIAFF 2018-ის ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ - გოგი გვახარია , თეო ხატიაშვილი, ლელა ოჩიაური, გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმები:
- საუკეთესო მხატვრული ფილმი - „დონბასი“, სერგეი ლოზნიცა, გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ნიდერლანდები/რუმინეთი, 2018; 121 წთ.
- ჟიურის სპეციალური მოხსენიება - “ბედნიერი ლაზარე”, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.
BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:
- ლომერ ახვლედიანი (საქართველო)
- გელა კანდელაკი (საქართველო)
- სოსო ბარდანაშვილი (საქართველო)