“ალტერნატიული ტალღის” 2016 წლის გამოშვებისთვის შერჩეულია დაბალბიუჯეტიანი მხატვრული ფილმების პროექტები:
1. “მორბენალი” ‘- სცენარის ავტორი და რეჟისორი პაპუნა მოსიძე.
2. “სექტემბერი” - სცენარის ავტორი და რეჟისორი თამთა გაბრიჩიძე.
3. “ხვედრი” - სცენარის ავტორი მიხო მოსულიშვილი, რეჟისორი კოტე ჩლაიძე, პროდიუსერი ლალი კიკნაველიძე.
4. “ინგა” - სცენარის ავტორები ზაზა კოშკაძე, მარიამ ბექაური, რეჟისორი გიორგი გოგიჩაიშვილი, პროდიუსერი გეგა ხმალაძე.
5. “რეისი ლონდონი-შენაქო” - სცენარის ავტორი და რეჟისორი ბესო სოლომონაშვილი, პროდიუსერი ირაკლი სოლომონაშვილი.
6. “გაუმარჯოს” - სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ვარსიმაშვილი.
7. “ღორი” - სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი გიგა ლიკლიკაძე.
8. “დრო” - სცენარის ავტორი და რეჟისორი ანა სარუხანოვა, პროდიუსერი ჟანა სარდლიშვილი.
9. მოწვეული პროექტი: “გარიყულები” - სცენარის ავტორი და რეჟისორი გოგა პიპინაშვილი.
ექსპერტები: ნიკოს პანაიოტოპოლოსი (სკრიპტ დოქტორი), კონსტანტინე მინდია ესაძე (ოპერატორი), დიტო ცინცაძე (რეჟისორი), პიტერ რომელი (პროდიუსერი), გელა ბაბლუანი (რეჟისორი). პროექტის ავტორებთან შეხვედრებს გამართავენ: რებეკა ლინკევიჩი (ფილმ “იდას” სცენარის ავტორი, დიდი ბრიტანეთი) და ალექსანდრე მინდაძე (რეჟისორი, რუსეთი)
მოდერატორები: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში
ორგანიზატორები: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში, ზვიად ელიზიანი
შეხვედრებს დაესწრებიან კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და მოწვეული ტელეპროდიუსერები. „ალტერნატიული ტალღა” ჩატარდება 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით ქალაქ ბათუმში. ღია ლექციები გაიმართება სასტუმრო “DIVAN SUITES” საკონფერენციო დარბაზში და დასწრება თავისუფალია დაინტერესებული სტუდენტებისთვის და კინოინდუსტრიის წარმოამდგენლებისთვის.
„ალტერნატიული ტალღა” ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში პირველად 2015 წელს ჩატარდა. მასში მონაწილეობდა 7 პროექტი (საქართველო, საფრანგეთი, თურქეთი, სერბეთი). მონაწილეებისთვის ჩატარდა ვორქშოფები და მასტერკლასები მოწვეული ტრენერების მიერ: პოლ ტაილერი, არნე ლუდვიგი, დუიგუ ტარგანი, ელენე იანოვსკი, ტობიას პაუზინგერი, გულინ უსტუნი, ზიგფრიდ და ა.შ.