ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
BIAFF კინოსკოლა - ტრენინგები სცენარის განვითარებაში
08/09/2014

პრესრელიზი

8 სექტემბერი, 2014
დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 574-482181, 597-998272
ელ. ფოსტა: marketing@biaff.org
ვებ-გვერდი:www.biaff.org
სოც. მედია:www.facebook.com/biaffbatumi

 

BIAFF კინოსკოლა - ტრენინგები სცენარის განვითარებაში

 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში (14-21 სექტემბერი, 2014 წ.), გაიმართება "BIAFF 2014 კინოსკოლის" ტრენინგ კურსი.

„BIAFF კინოსკოლის" პროექტი 2011 წელს დაიწყო ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით და უკვე მეოთხე წელია კინოფესტივალის ფარგლებში უცხოელი კინემატოგრაფისტების მიერ ხდება საინტერესო ტრენინგ კურსის ორგანიზება სხვადასხვა თემატიკაზე. 2011 წ. ჩატარდა ერთკვირიანი კურსი „სცენარის განვითარებაში" ამერიკელი ტრენერის პოლ კრონინის მიერ. 2012 და 2013 წწ.-ში კი ბრიტანულ ორგანიზაცია POSTCODE FILMS-თან თნამშრომლობით და „ბრიტანეთის საბჭოს"/აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა ერთობლივი პროექტი KINO FUTURES, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა კინემატოგრაფებისტებს ჩაუტარდა 6 დღიანი პრაქტიკული ხასიათის ტრენინგ-კურსი დოკუმენტურ კინოზე. ტრენინგ კურსი ასევე მოიცავდა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღებას და პრაქტიკულ რეკომენდაციებს ტრენერებისგან ისეთ საკითხებში, როგორიცაა მონტაჟი, პიტჩინგი (PITCHING) და პროდიუსინგი.
"BIAFF 2014 კინოსკოლის" ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ტრენინგ კურსი
კინოსკოლის ორგანიზების პერიოდი - „BIAFF კინოსკოლა 2014" ჩატარდება 3 ეტაპად:
- ეტაპი 1 - სექტემბერი, 2014 წ. - ბათუმის კინოფესტივალის პერიოდში 6 დღიანი ვორქშოფი „სცენარის განვითარება და ადაპტაცია" - ტრენერი - ცნობილი აზერბაიჯანელი რეჟისორი - რუსტამ იბრაგიმბეკოვი. 
- ეტაპი 2 - ოქტომბერი, 2014 წ. - 4 (+3) დღიანი ვორქშოფი „მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეჟისურა" - ტრენერი - ცნობილი ქართველი რეჟისორი - საშა რეხვიაშვილი და მიხეილ კობახიძე. 4 დღიანი ვორქშოფის შემდეგ გათვალისწინებულია ასევე 3 დღე პრაქტიკული ხასიათის მუშაობა - მონაწილე ჯგუფების მიერ მოკლემეტრაჟიანი ფილმების თითო სცენის გადაღება და პრაქტიკული რეკომენდაციები რეჟისორის/ტრენერისგან (ამ შემთხვევაში - მიხეილ კობახიძე) - რომელიც გადაღების პროცესში სათანადო რჩევებს აძლევს სტუდენტებს და გადაღებული მასალის ანალიზს აკეთებს ჯგუფთან ერთად და რეკომენდაციებს აძლევს შემდგომი გაუმჯობესებისთვის. 
- ეტაპი 3 - ნოემბერი, 2014 წ. - 3-4 დღიანი ვორქშოფი „პროდიუსინგი და ფილმის პროექტის მომზადება". ტრენერი - ქართველი პროდიუსრები (სავარაუდოდ ეს იქნება თინათინ ყაჯრიშვილი / ლაშა ხალვაში), რომლებსაც ააქვთ ძალიან კარგი გამოცდილება კინოპროდიუსინგის და კო-პროდუქციის კუთხით. 
ამ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს წინა ეტაპის მონაწილეები და მოხდება მათ მიერ მომზადებული პროექტების სცენარების დახვეწა და საბოლოო პროექტის სახით ჩამოყალიბება. 
სამეტაპიანი კურსის მიზანია - მონაწილეებისთვის საჭირო ცოდნის მიწოდება მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტის მომზადების სამივე ეტაპისთვის - სცენარის განვითარება, რეჟისურა და პროდიუსინგი (პროექტის მომზადება/პრეზენტაცია). ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ გამზადებული (სცენარი, რეჟისორული ხედვა და ა.შ.) ფილმის პროექტი, რომლის წარდგენაც შეეძლებათ დაფინანსებისთვის - საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და აჭარის რეგიონალური კინოფონდის მოკლემეტრაჟიანი ფილმების დაფინანსების კონკურსზე. ასევე BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტი საჭირო კონსულტაციებს გაუწევს მონაწილეებს უცხოეთში ფინანსირების მოძიების საკითხებზე (უცხოური კო-პროდუქციის პლატფორმები, ფონდები და ა.შ.)
მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური აპლიკაციები. ვინც ინდივიდუალურად დარეგისტრირდება, შემდეგში მისი ჩართვა მოხდება 3-4 კაციან ჯგუფში პროექტის მიმდინარეობისას.
პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა შემდეგი:
- მონაწილეთა ასაკი - 17-40 წ. 
- ვის შეუძლია მონაწილეობა - სასურველია თუ აპლიკანტი იქნება კინოფაკულტეტის სტუდენტი/კურსდამთავრებული ან გააჩნია გარკვეული გამოცდილება კინოს სფეროში (მაგ: მინუმუმ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მაინც). თუმცა აპლიკაცია ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც აინტერესებს ფილმის გადაღება და გარკვეული უნარ-ჩვევები გააჩნია. 
- განაცხადის წარდგენა - მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია და აპლიკაციის წარდგენა 2014 წლის 25 აგვისტომდე. შერჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან 1 სექტემბერს. 
- მოკლემეტრაჟიანი ფილმის იდეა/სინოფსისი - თითოეულმა აპლიკანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს მოკლემეტრაჟიანი ფილმის იდეის მონახაზი/სცენარის მოკლე სინოფსისი, რომლის გადაღებასაც აპირებს ტრენინგ კურსის შემდეგ. 
- რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება - „BIAFF 2014 კინოსკოლის სააპლიკაციო ფორმა" + 1 სარეკომენდაციო წერილის გამოგზავნა ელ.ფოსტის მეშვეობით - submission@biaff.org-ზე 2013 წლის, 25 აგვისტომდე. აპლიკანტმა აპლიკაციის ფორმაში (შესაბამის გრაფაში) აუცილებლად უნდა მიუთითოს მის მიერ ადრე გადაღებული ფილმების ინტერნეტ ლინკი, სადაც შეიძლება ამ ფილმის ნახვა. 
- უპირატესობა მიენიჭება იმ აპლიკანტებს, რომლებიც გეგმავენ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას აჭარის რეგიონში ! 
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები !

კინოფესტივალის სპონსორები - ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი (BICT), საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვისსამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, სასტუმრო "DIVANSUITES"
კინოფესტივალისმხარდამჭერები - კინოთეატრი„აპოლო", სასტუმრო"ვანილა", სასტუმრო "BatumiPlaza", სასტუმროთა ქსელი"რჩეული", British Council, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვეიცარიისსაელჩო, პოლონეთის აუდიო-ვიზუალური ფონდი, „ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი ETI2000" (ბათუმი), „HQპროპაგანდა", ინტერნეტ მაღაზია www.be.ge
კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი - საზოგადოებრივი მაუწყებელი/Iარხი
კინოფესტივალის მედია პარტნიორები - რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, აჭარის ტელევიზია, TV Era, გაზეთი „ჯორჯია თუდეი", ფაბლისითიჯგუფი (www.publicity.ge), www.newswire.ge, Film New Europe(www.filmneweurope.com)
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციისმსურველებსშეუძლიათ მოგვმართონ - press@biaff.org; ტელ: 599-482181, 597-998272

 

წაკითხულია: 2509