პრესრელიზი
10 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ზვიად ელიზიანი,
BIAFF კინოფესტივალის მენეჯერი
ელ. ფოსტა: marketing@biaff.org
ტელ: 599-482181
ინტერნეტი: www.biaff.org
www.biaffbatumi.wordpress.com
www.facebook.com/biaffbatumi
www.twitter.com/biaffbatumi
www.youtube.com/biaffbatumi
http://www.flickr.com/photos/biaffbatumi
BIAFF პრესრელიზი
BIAFF კინოფესტივალი იწყებს აუდიტორიის კვლევას
[PUBLICITY.GE] თბილისი, 10 აპრილი, 2012 - BIAFF კინოფესტივალი იწყებს აუდიტორიის კვლევას, რომლის მიზანია მივიღოთ ინფორმაცია თუ როგორია კინოფესტივალის ცნობადობა, რამდენად არის აუდიტორია ინფორმირებული, რა ტიპის საინფორმაციო წყაროდან იღებს ინფორმაცია და რა შეიძლება გაუმჯობესდეს კინოფესტივალის ორგანიზებაში. მიღებული ინფორმაცია დაგვეხმარება კინოფესტივალის PR კამპანიის უკეთესად დაგეგმვაში და კინოფესტივალის ორგანიზების გაუმჯობესებაში.
კვლევა ხორციელდება „ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ დაფინანსებული „BIAFF კინოფესტივალის ინსტიტუციონალური განვითარების" პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია „PERITUS GROUP"-თან ერთად.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია BIAFF კინოფესტივალის გუნდის წევრებისთვის ტრენინგები „PR კომუნიკაციაში" (ტრენერი ელდარ პირმისაშვილი), „სოციალურ მედია მარკეტინგში" (ტრენერი სანდრო ასათიანი - http://www.sandroasatiani.com/ ) და BIAFF კინოფესტივალის PR კომუნიკაციის გეგმის მომზადება (საკონსულტაციო ჯგუფი „PERITUS GROUP" - www.peritus.ge) და კინოფესივალის განახლებული ვებ-გვერდის დამზადება (კომპანია - Propaganda HQ - http://www.propagandahq.ge/ )
ქვემოთ მოცემულია ონლაინ კითხვარის ბმული, რომელზეც განთავსებული კითხვარი და გთხოვთ შეგვივსოთ ეს კითხვარი (სულ რაღაც 5-6 წუთი დაჭირდება).
ონლაინ კითხვარის ბმული - http://kwiksurveys.com/?u=BIAFF_2012