ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
BIAFF კინოფესტივალი იწყებს საპირზო კონკურსს „მოიწვიე მეგობრები BIAFF-ის Facebook გვერდზე"
27/08/2012


მედია რელიზი

27 აგვისტო, 2012
დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის


საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 574-482181, 597-998272
ელ. ფოსტა: info@biaff.org
ვებ-გვერდი:
http://www.biaff.org/
სოც. მედია:www.facebook.com/biaffbatumi

BIAFF  კინოფესტივალი   იწყებს საპირზო კონკურსს „მოიწვიე მეგობრები BIAFF-ის  Facebook  გვერდზე"

ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი  გაიმართება  2012 წლის 16-23 სექტემბერს.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი -  ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

BIAFF  კინოფესტივალი,  იწყებს საპირზო კონკურსს „მოიწვიე მეგობრები" რომლის მიზანია კინოფესტივალის ფეისბუქ გვერდის (
www.faceboook.com/biaffbatumi) პოპულარიზაცია.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ
:

ჩაერთეთ კონკურსში „მოიწვიე მეგობრები", დაპატიჟეთ რაც შეიძლება მეტი მეგობარი თქვენს მხარდასაჭერად და მიიღეთ საჩუქრად BIAFF  კინოფესტივალის მიერ დაწესებული პრიზები.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება  სამი გამარჯვებული კონკურსანტი, რომლებიც საჩუქრად მიიღებენ შემდეგ პრიზებს:

1 ადგილი -  კინოფესტივალის გახსნა-დახურვის ცერემონიის მოსაწვევი, კინოფესტივალის ანობონემენტი,  გახსნა-დახურვის  ბანკეტის           მოსაწვევი (2 ადამიანზე).  + იმ შემთხვევაში თუ  გამარჯვებული არ არის ბათუმში მცხოვრები, BIAFF-ის მენეჯმენტი უზრუნველყოფს               გამარჯვებულის ტრანსპორტირების და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვას.

2 ადგილი - კინოფესტივალის დახურვის ცერემონიის მოსაწვევი (2 ადამიანზე), კინოფესტივალის ანობონემენტი, კინოფესტივალის                 ერთ-ერთი წვეულების მოსაწვევი (2 ადამიანზე)

3 ადგილი - კინოფესტივალის დახურვის ცერემონიის მოსაწვევი (2 ადამიანზე) და კინოფესტივალის ანობონემენტი

12 სექტემბრამდე, თუ რომელიმე კომპანია დათანხმდება დამატებითი პრიზების დაწესებას შესაძლებელია ზემოჩამოთვლილს დაემატოს დამატებითი პრიზები, რის შესახებაც ინფორმაცია მოწოდებული იქნება ფეისბუქ გვერდზე.

გამარჯვებულად დასახელდება ის  სამი პიროვნება, რომელიც 2012 წლის 12 სექტემბერს, ზუსტად 12.00-ზე იქნება პირველ, მეორე და მესამე  ადგილებზე საკონკურსო რეიტინგში და ეყოლება ყველაზე მეტი მოწვეული მეგობარი.

კინოფესტივალის მხარდამჭერები - კომპანია „აირზენა", ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, ფონდი «ღია საზოგადოება - საქართველო", პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, „HQ პროპაგანდა",  „სინგულარ ჯგუფი", ტურკომპანია „ვონდერლენდი", კინოთეატრი „აპოლო".

კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი - საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეარხი PIK


კინოფესტივალის  მედია პარტნიორები - რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  პალიტრა მედია, აჭარის ტელევიზიაб არტარეა, პალიტრა ტვ, ჟურნალი „რეიტინგი", „ბომონდი", „თბილისი OUT" გაზეთი - „ჯორჯია თუდეი", „, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - „ინტერპრესნიუსი" (www.ipn.ge),  ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge)

 

წაკითხულია: 3005