მედია ანონსი
18 ივნისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ზვიად ელიზიანი,
BIAFF კინოფესტივალის მენეჯერი
ელ. ფოსტა: marketing@biaff.org
ტელ: 599-482181
ინტერნეტი: http://www.biaff.org/
http://www.biaffbatumi.wordpress.com/
www.facebook.com/biaffbatumi
www.twitter.com/biaffbatumi
www.youtube.com/biaffbatumi
http://www.flickr.com/photos/biaffbatumi
BIAFF -ი მედიას მასპინძლობს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 ივნისი, 2012 - 2012 წლის 25 ივნისი, 19:00 სთ. ჰოლიდეი ინ - ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი 2012 წლის მე-7 საერთაშორისო ფესტივალის შესახებ მედიის ინფორმირება და ფესტივალის პროგრამის წარდგენა, ასევე განახლებული ლოგოსა და ვებგვერდის პრეზენტაციაა.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც უკვე მეშვიდე წელია ტარდება წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებას. კინოფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით სხვადასხვა წელს იმყოფებოდნენ - Krzystof Zanussi, Jerzy Radziwilowicz, Jerzy Sturr (პოლონეთი), Jos Stelling (ჰოლანდია), ოთარ იოსელიანი, მიხეილ კობახიძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ნანა ჯორჯაძე, ირაკლი კვირიკაძე (საქართველო), Abbas Kiarostami, Dariush Mehrjui, Manijet Hekmat, Pegah Ahangarani, Mohsen Amirousafiri (ირანი), Pawel Pawlikowski (დიდი ბრიტანეთი) და ა.შ.
შეხვედრას დაესწრებიან ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური მედიის და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები.
BIAFF კინოფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან:
საერთაშორისო კონკურსი - მხატვრული და დოკუმენტური კინოს სექციები
ახალგაზრდა კინორეჟისორების საკონკურსო სექცია
"აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო" - კავკასიური, ირანული, თურქული, ცენტრალური
აზიის ფილმების რეტროსპექტივები
Meet the Jury - ჟიურის წევრების კინოფილმები
დიდოსტატთა კოლექცია
მასტერ-კლასები