BP საქართველოს თანადაფინანსების ფარგლებში გერმანული კომპანია „ფესტოსგან“ შეძენილ იქნა თანამედროვე აღჭურვილობა და შესაბამისი ლაბორატორია მოეწყო სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში. სტუ-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თანადაფინანსების საერთო მოცულობა 600, 000 აშშ დოლარს, შეძენილი აღჭურვილობის ღირებულება კი 578,991 აშშ დოლარს შეადგენს.
ზემოაღნიშნული თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებით, გამოცდილმა უცხოელმა ტრენერებმა უკვე ჩაუტარეს ტრენინგების სერია საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის მასწავლებლებს (ტრენინგები კიდევ გრძელდება). ე.წ. ტრენერთა ტრენინგი გულისხმობს როგორც შესაბამის თეორიულ კურსებს და ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენების სწავლებას, ისე ზოგადად პროფესიული სწავლების მეთოდოლოგიის და თანამედროვე მიდგომების, კერძოდ გერმანული მოდელის გაზიარებას ქართველი მასწავლებლებისათვის.
გამარჯვებული კომპანია განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს და ეხმარება დასაქმებულებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. კერძოდ, კომპანიაში შემუშავებულია სავალდებულო და რეკომენდირებული კურსებისა და ტრენინგ პროგრამების გეგმა, რომელსაც კომპანია შიდა რესურსებითა და კონტრაქტორი კომპანიების მეშვეობით ახორციელებს. ასევე, კომპანიაში ფუნქციონირებს სამწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს აყვანილი სტუდენტების როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სწავლებას შესაბამისი მიმართულებებით.