პრესრელიზი
22 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
თეონა ბაღდავაძე
+995 97 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
Beeline- თან დაკავშირება Tweeter-ის მეშვეობითაც შეიძლება
[PUBLICITY.GE] თბილისი, 22 ოქტომბერი, 2010 - საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი, აბონენტებს Tweeter-ის მეშვეობითაც მოემსახურება.
დღეიდან, ნებისმიერ მსურველს შეეძლება დასვას კითხვა ბილაინის სერვისებთან, სატარიფო გეგმებთან, თუ მომსახურებასთან დაკავშირებით, ბილაინის ოფიციალურ
Tweeter-ის მისამართზე : http://twitter.com/BeelineGE , ხოლო პასუხს ის, რამდენიმე წუთში, ბილაინის სპეციალისტისგან მიიღებს.
" სოციალური მედია მთელს მსოფლიოსა და საქართველოში, სულ უფრო და უფრო მძლავრი იარაღი ხდება, როგორც მომხმარებელზე ზრუნვის, ისე მარკეტინგული აქტივობების განხორციელებისათვის.
ჩვენ გვაქვს სიახლეები იმ ადამიანებისათვის, ვინც უფრო და უფრო ხშირად იყენებს სოციალურ მედიას , თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამუშავდა ჩვენი ოფიციალური გვერდი Facebook-ზე, რომლის მომხმარებელიც, ყოველი მეოთხე ადამიანი საქართველოში, რაც შეეხება Tweeter-ს, მისი პოპულარობა არც ისე დიდია, მაგრამ ამ ქსელის გამოყენება საკმაოდ მოსახერხებელია.
დარწმუნებულები ვართ, რომ ბილაინის ამ სერვისის შედეგად, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს Tweeter-ის აქტიურ გამოყენებას" -თეონა ბაღდავაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური .