15 იანვარი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
Beeline ის ქსელში ახალი წლის დღეებში რეკორდული რაოდენობის სმს-ები დაფიქსირდა
ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი საქართველოში ახალ წელს განხორციელებული ზარების და გაგზავნილი სმს-ების ზოგად მონაცმებს აქვეყნებს.
2012 წლის 31 დეკემბერს, ბილაინის აბონენტებმა რეკორდული რაოდენობის , 3 494 811 (სამი მილიონ ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი ათას რვაას თვრამეტი) სმს გაგზავნეს და ჯამში 7 822 640 ( შვიდი მილიონ რვაასოცდაორი ათას ექვსას ორმოცი) წუთი ისაუბრეს, რაც 29% ით აღემატება შარშანდელ ანალოგიურ პერიოდს. 2013 წლის 1 იანვარს, კი სმს-ების რაოდენობამ 4 630 844 (ოთხი მილიონ ექვსასოცდაათი ათას რვაასორმოცდაოთხი) სმს გაგზავნეს და 8 745 219 (რვა მილიონ შვიდასორმოცდაოთხი ათას ორასცხრამეტი ) წუთი ისაუბრეს ტელეფონზე .
" მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ბილაინის ქსელში 31 დეკემბერს და პირველ იანვარს რეკორდული მაჩვენებლების მისალოცი ზარები და სმს-ები განხორციელდა, ქსელს არც ერთხელ არ შექმნია შეფერხება. საახალწლო აქტივობების მიხედვითაც თვალნათლივ ჩანს, თუ როგორ გაიზარდა ჩვენი ახალი თუ პორტირებული აბონენტების რიცხვი, რაც განსაკუთრებით გვახარებს.''-თეონა ბაღდავაძე ბილაინი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.