ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Beeline-ს ახალი გენერალური დირექტორი მედიის წარმომადგენლებისათვის მიღებას გამართავს
28/01/2013
 
 

პრესრელიზი

15 იანვარი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge

Beeline-ს ახალი გენერალური დირექტორი მედიის წარმომადგენლებისათვის მიღებას გამართავს

[PUBLICITY.GE], თბილისი, 28 იანვარი, 2013 -  გიორგი ტყეშელაშვილი საქართველოში   Beeline-ს უხელმძღვანელებს.

ბილაინის ახალი გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილია,რომელმაც აქამდე კომპანიის ფინანსური დირექტორის  პოზიციაზე მუშაობდა. ამ პოსტზე მან სერგეი ზაკურაევი შეცვალა. სერგეი ზაკურაევი   სომხეთის ბილაინის  დირექტორად დაინიშნა.

გიორგი ტყეშელაშვილი ბილაინის გენერალური დირექტორის რანგში პირველ  მიღებას ჟურნალისტებისათვის  29 იანვარს, 13.00 -ზე სასტუმრო Raddison Blue Iveria-ში გამართავს.

„გიორგი იყო საქართველოში ბილაინის ბიზნესის ფორმირების ერთ-ერთი მონაწილე. მისი თავდაუზოგავი შრომიდან გამომდინარე ბილაინმა აჩვენა კარგი ფინანსური შედეგები ძნელი საბაზრო მდგომარეობის პირობებში. კომპანიამ შეძლო ეფექტური საქმიანობის უზრუნველყოფა, ხარჯების მკაცრი კონტროლი და შემოსავლების მნიშვნელოვანი გაზრდა. დარწმუნებული ვარ, რომ  თავისი კარიერის ახალ ეტაპზე გიორგის შეუძლია შეიტანოს უფრო დიდი წვლილი ბიზნესის განვითარებაში, რაც მოგვცემს ბილაინის დადებითი დინამიკის  გაგრძელების და ქვეყანაში მისი პოზიციის გამყარების  შესაძლებლობას". დიმიტრი კრომსკი, „VimpelCom Ltd."-ს ვიცე - პრეზიდენტი ბიზნესის განვითარების მიმართულებით

„მადლობელი ვარ ბილაინის თითოეული თანამშრომლის ამ წლების განმავლობაში აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის. ჩვენ გავიზარდეთ ერთად, ვსწავლობდით, მივაღწიეთ უკეთეს შედეგებს და ვცილობდით გაგვეკეთებინა ყველაფერი მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ახალ თანამდებობაზე მივმართავ ყველა ძალისხმევას იმისათვის, რომ საქართველოში ჩვენი კომპანიის ჯგუფურმა მუშაობამ გამოიწვიოს უფრო მეტი დადებითი ემოცია ჩვენს ქვეყნაში მობილური კავშირის მომხმარებლებს შორის" - განაცხადა გიორგი ტყეშელაშვილმა.

###

ბიოგრაფია

გიორგი დაიბადა 1975 წლის 17 აპრილს, ქ. თბილისში. 1998 წელს მიიღო ქ.მოსკოვის მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმეიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხი. 2000 წელს გააგრძელა განათლება და მიიღო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. 2003 წელს მიიღო ქ.მოსკოვის მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმეიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის  ხარისხი.

სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა „Video International Georgia"-ს ფინანსურ დირექტორად.  2006 წლიდან გიორგი მუშაობდა „Mobitel Co. ltd."-ს მთავარი ფინანსური ოფიცრის თანამდებობაზე.  2010 წელს გიორგი ხელმძღვანელობდა გასაქართველოში Mobile Number Portability, ( პორტირება)  დაკავშირებულ პროექტს, რომელიც იყო ამ სფეროში VIMPELCOM-ის პირველი გამოცდილება. პროექტის წარმატებამ  ბილაინს მისცა საშულება გაეზარდა საბაზრო წილი საქართველოში და  გაეუმჯობესებინა კომერციული მაჩვენებლები

 

წაკითხულია: 2680