საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია ბოლო ხუთი წლის მანძილზე მაქსიმალურ მაჩვენებელზეა და 160%-ს შეადგენს. მობილური აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის ბოლოს 5.55 მლნ შეადგინა. აბონენტების რაოდენობა იმაზე მიუთითებს, რომ ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ზუსტად იციან ბაზარზე არსებული ტარიფები და საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მომსახურებაზე მისთვის ხელსაყრელ ქსელს იყენებენ.
2021 წელს აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით ასე გადანაწილდა: „მაგთიკომი" - 42%, „სილქნეტი" - 33%, ხოლო „ბილაინი" - 25%.
2021 წელს მობილურ კავშირზე „მაგთიკომის" ერთმა აბონენტმა თვეში საშუალოდ 10.9 ლარი დახარჯა, „სილქნეტის" აბონენტმა - 10.1 ლარი, ხოლო ყველაზე ნაკლები 6.8 ლარი „ბილაინის" აბონენტმა.
კომუნიკაციების კომისია
საზოგადოებასთან
ურთიერთიერთობის
სამსახური
+995 599 564 220
+995 595 107 060