ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
EBRD–იმ საქართველოს ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის მონაწილე ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა საქართველოში
13/06/2013

 

პრესრელიზი

13 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
khkakabadze@bog.ge

EBRD-იმ საქართველოს ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის მონაწილე ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა საქართველოში

თბილისი, 13 ივნისი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ჯილდოს მიღების თაობაზე, როგორც EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის (TFP) მონაწილე, ყველაზე აქტიურმა ბანკმა საქართველოში, 2012 წელს. ხსენებული ჯილდო გადაეცემა EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის მონაწილე ბანკებს, რომლებიც ყველაზე აქტიურ გასცემენ და ამოწმებენ ოპერაციებს. გამარჯვებული ბანკები ფასდებიან გარანტიების გაცემის რაოდენობით.

საქართველოს ბანკი, ვაჭრობის დაფინანსების თვალსაზრისით ბაზრის უპირობო ლიდერია, რასაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოს უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, მათ შორის: EBRD-ისთან TFP-ის, IFC-თან GTFP-ის და ADB-სთან TFP-ის პროგრამების კუთხით. ხსენებული თანამშრომლობა ბანკს აძლევს დამატებით შესაძლებლობას შესთავაზოს მომხმარებელს უნიკალური ინდივიდუალური პროდუქტები ვაჭრობის დაფინანსებისთვის.

 

 

წაკითხულია: 2148