ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
22/01/2020
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ENPARD-ის ფარგლებში სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოები წარმატებულად შეფასდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით 22-ე შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
შეხვედრაზე ხატია წილოსანმა ყურადღება გაერთიანებული დოკუმენტის - „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია“ მნიშვნელობაზე გაამახვილა და პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ENPARD-ის II და III ფაზის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში, ჟორჟ დეუმ სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოები წარმატებულად შეაფასა და ENPARD-ის IV ფაზის დაწყების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს „მიწის მდგრადი მართვის და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს“, ასევე, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და აკვავულტურის შესახებ შემუშავებული კანონპროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო დაცვის და კრიზისების მართვის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, ENPARD-ის კონსორციუმის წევრები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1771