ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
EX-IM Bank-ს და ავიაკომპანია flydubai-ს შორის $117.5 მილიონიანი შეთანხმება გაფორმდა
19/10/2012
 


პრესრელიზი


19 ოქტომბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

EX-IM Bank-ს და ავიაკომპანია flydubai-ს შორის $117.5 მილიონიანი შეთანხმება გაფორმდა

ავიაკომპანია flydubai-ს მესამე ტერმინალში პირველი  Boeing 737-800NG გუშინ, 18 ოქტომბერს ჩაფრინდა. ახალი ბოინგი კომპანიამ აშშ-ს ექსპორტ-იმპორტ ბანკთან დადებული 117,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სასესხო ხელშეკრულების  საფუძველზე მიიღო. ამ თვითმფრინავის ჩამოსვლით flydubai-მ ავიაგამაზიდავების რაოდენობა 26 მოქმედ თვითმფრინავამდე გაზარდა. მომდევნო ორი თვითმფრინავი დუბაიში ამა წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში ჩამოფრინდება, რის შედეგადაც ავიაკომპანიას უკვე 28 ერთეული თვითმფრინავი ეყოლება.

ბოლო 3 წლის მანძილზე გაფორმებული საკმაოდ ხელსაყრელი და წარმატებული საფინანსო-სალიზინგო შეთანხმებების ხარჯზე flydubai -მ კიდევ უფრო გაზარდა და გააძლიერა თავისი ავიაფლოტი.

ახალი კონტრაქტი იმის ნიშანია, რომ flydubai უკვე შედგა, როგორც სერიოზული ავიაკომპანია და მისთვის სხვა ფინანსური წყაროებიც ხელმისაწვდომი გახდა. ალტერნატიული დაფინანსების წყაროების ხელმისაწვდომობა ავიაკომპანიის   სტაბილურმა ფინანსურმა მდგომარეობამ გახადა შესაძლებელი. სწორედ ამ ფაქტორების შედეგია ის, რომ  flydubai-მ  Ex-Im ბანკისგან 117.5 მილიონიანი დაფინანსება მიიღო.



უკანასკნელი წლის განმავლობაში ავიაკომპანიის ქსელი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მის ქსელს 6 ახალი მიმართულება (ბუქარესტი, სანა, ბასრა, ნაჯაფი, ბიშკეკი და ტაიფი) დაემატა. უახლოეს მომავალში flydubai კიდევ ორი მიმართულებით იწყებს ფრენას: 18 ოქტომბერს - სკოპიე, მაკედონია და 7 ნოემბერს - ტაბუკი, საუდის არაბეთი შეემატება კომპანიის მიმართულებებს.

2011 წლის აგვისტოდან დაწყებული, ერთი წლის მანძილზე 41 %-ით გაიზარდა ავიაკომპანიის ფრენების რაოდენობაც.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით flydubai -ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „Ex-Im ბანკთან მიღწეული პირველადი სასესხო შეთანხმება ჩვენი კომპანიის პროგრესის და მიღწევების კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ჩვენი ხანმოკლე არსებობის მანძილზე ჩვენ უკვე მივაღწიეთ ასეთი დიდი მასშტაბის შეთანხმებას. რაც ყველაზე მეტად გვახარებს არის ის, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ დასაწყისია ჩვენი კომპანიის მორიგი წარმატებების.

დუბაიმ მსოფლიო რუქაზე დაიმკვიდრა ადგილი, როგორც პოპულარული ტურისტული ქალაქი, ფინანსური, სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრი.  ქალაქის ამჟამინდელი პრიორიტეტია ინვესტირება ავიაციის სფეროში, რათა დუბაი რეგიონის  ავიაგადაზიდვების ცენტრიც გახდეს.  ეს სფერი ჩვენს ავიაკომპანიას წარმოუდგენელ შესაძლებლობებს სთავაზობს, რადგან რეგიონში 2,5 მლრდ. მაცხოვრებელია.

Ex-Im ბანკთან დადებული ხელშეკრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს ჩვენი მოგზაურობის მხოლოდ საწყისი ეტაპია. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ერთგულად განვაგრძობთ წინსვლას მომხმარებლისთვის მისაღები ფასებით და მათ მომავალშიც მაქსიმალურად დიდ არჩევანს შევთავაზებით."

flydubai დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ჩრდილოეთ ფლიგელში მდებარე მეორე ტერმინალიდან ოპერირებს და მგზავრთა ნაკადის რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილი უკავია.

წაკითხულია: 2362