პრესრელიზი
21 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
khkakabadze@bog.ge
Express ქულებით უკვე შესაძლებელია მობილურის, ელექტროენერგიის, გაზის, ინტერნეტის და ბევრი სხვა მომსახურების ბალანსის შევსება
თბილისი, 21 თებერვალი - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, რომ ამიერიდან, Express Card-ით დაგროვილი Express ქულების გადაცვლა კიდევ უფრო მეტ სხვადასხვა მომსახურებაზეა შესაძლებელი. თუ აქამდე, მომხმარებელი Express ქულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობდა, დღეიდან ასევე შეძლებს Express ქულებით მობილურის, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, დასუფთავების, ინტერნეტის, საკაბელოსა და სახლის ტელეფონის ბალანსის შევსებას. დაგროვილი Express ქულების გადაცვალა სხვადასხვა უფასო მომსახურებაზე შესაძლებელია Express Pay-ს გადახდის აპარატების მეშვეობით.
Express Card-ი პირველი ბარათია ქართულ ბაზარზე, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს გადაიხადოს, დააგროვოს და იმგზავროს ყველაზე მარტივად და სწრაფად - მხოლოდ ერთი შეხებით. Express Card-ზე, რომელიც ერთდროულად ასრულებს საბანკო და სატრანსპორტო ბარათის ფუნქციას, მომხმარებელი Express ქულებს აგროვებს ყველგან- მაღაზიებში, აფთიაქებში, კაფეებსა და ბარებში, ბენზინგასამართ სადგურებსა და სხვა სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდისას. ბარათით ნებისმიერი გადახდისას (ტრანსპორტში გადახდის გარდა), მომხმარებელს ავტომატურად დაერიცხება 10 Express ქულა.
Express Card-ი მომხმარებელს შეუძლია აქციოს საკუთარ სახელფასო ბარათად, ასევე შეიტანოს მასზე თანხა მარტივად - საქართველოს ბანკის ნებისმიერი სერვისცენტრის მეშვეობით ან Express Pay-ს გადახდის აპარატით. აგრეთვე, ინტერნეტბანკის და მობილბანკის დახმარებით გადარიცხოს/ჩარიცხოს თანხა საკუთარ Express Card-ზე. დარიცხული Express ქულების რაოდენობის შემოწმება შესაძლებელია Express Pay-ს გადახდების აპარატების, საქართველოს ბანკის ბანკომატების, ინტერნეტბანკის (http://www.ibank.ge/) და ტელეფონბანკის მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://www.exspresscard.ge/