ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Fly Georgia მომხმარებელს ონ-ლაინ გადახდების სისტემას სთავაზობს
17/10/2012
პრესრელიზი

17 ოქტომბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
271 00 01
info@flygeorgia.com
www.flygerogia.com
 

Fly Georgia   მომხმარებელს  ონ-ლაინ გადახდების სისტემას სთავაზობს

17 ოქტომბერი თბილისი,  ახალი ქართული  ავიაკომპანია Fly Georgia დღეიდან მომხმარებელს ონ-ლაინ ჯავშნების და გადახდების სისტემას სთავაზობს.

ორენოვანი  ონ-ლიან სისტემა განთავსებულია Fly Georgia -ს ოფიციალურ ვებ- გვერდზე
http://www.flygeorgia.com/, საიდანაც მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აქვს შესაძლებლობა, დაჯავშნოს, შეიძინოს ან შეცვალოს ჯავშნის პირობები როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო მომართულებებით .

შეგახსენებთ, რომ  Fly Georgia 2009 წლის მოდელის AIRBUS -ით რეისებს ამსტერდამის, თეირანის, ხურგადის და შარმელშიეხის მიმართულებით ასრულებს.

წლის ბოლოს ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს დანიშნავს კიევის, მინსკის და ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით.

FlyGeorgia-ს მისია „საქართველო დაუკავშიროს დანარჩენ მსოფლიოს"არის დაპირება ,რომელიც  აგვისტოდან ახალი კომპანიის შემოსვლით და საერთაშორისო მიმართულებების გააქტიურებით უფრო სწრაფად განხორციელდება.

საქართველო არამხოლოდ როგორც ტურისტული მიმართულებაა  მნიშვნელოვანი, არამედ როგორც  მსოფლიო საავიაციო ქსელის ერთ-ერთი მნიშნველოვანი  მოთამაშე.  

FlyGeorgia დაარსებით საქართველოს პოზიცია გაძლიერდება ტექნიკური სრულყოფილების თვალსაზრისით, ახალი ტიპის Airbus და ტექნიკური მხარდაჭერის სახით კი ლუფთჰანზას  წარმოდგენით ქართულ ბაზარზე ქვეყანა სრულ შესაბამისობაში მოვა საერთაშორისოდ დადგენილი საავიაციო ტრენდებთან.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და საერთაშორისო ტრეინინგის მოდულებით მოხდება ადგილობრივი ექსპერტების მომზადება და წვრთნა.

ჩვენ შევქმნით ‘ქართული საჰაერო მიმოსვლის ახალ განზომილებას', რომელიც ოქროს ასოებით წერია FlyGeorgia-ს თითეული თანამშრომლის სტრატეგიულ სახელმძღვანელოში. ეს არის ის რისთვისაც FlyGeorgia მუშაობს, მაღალი ხარისხი და ქართული ფესვები.

ქართული დიზაინის, ქართული სამზარეულოს და სხვა ელემენტების ინტეგრაცია ერთ პროდუქტში და რასაკვირველია საქართველოს მოსახლეობის დასაქმება ზუსტი გათვლაა ქვეყნისთვის.

საჰაერო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ეკონომიკის და საინვესტიციო გარემოს განვითარებას.
  

წაკითხულია: 2421