პრესრელიზი
17 ნოემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
flydubai 2011 წლის ყველაზე დაბალფასიან და მაღალტექნოლოგიურ ავიაკომპანიად დასახელდა
[PUBLICITY.GE]17 ნოემბერი, თბილისი, საქართველო - დუბაიში გამართულ ავიაციის ბიზნესის დაჯილდოებაზე კომპანია flyubai წლის ყველაზე დაბალფასიან და მაღალტექნოლოგიურ ავიაკომპანიად დაასახელეს. ხოლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გაიტ ალ გაიტი (Ghaith Al Ghaith) კი წლის საუკეთესო პიროვნული წარმატებისთვის დაჯილდოვდა.
ავიაციის ყოველწლიურ ბიზნესის დაჯილდოვებაზე გამარჯვებული ამ დარგის კომპეტენტურმა ექსპერტებმა გამოავლინეს. flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორის Ghaith Al Ghaith თქმით: ეს გამარჯვება არის საწყისი ეტაპი flydubai -თვის. ჩვენი მიზანი იყო მგზავრობა გამხდარიყო იაფი, იოლი, კომფორტული და მსუბუქი. ჩვენ დავიწყეთ მძიმე შრომით, რთული გადაწყვეტილებებით, შეუპოვარი ხარისხის და კომფორტის შექმნის ვალდებულებებით. დღეს ჩვენ გადავიქეცით მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე სწრაფად განვითარებად ავიაკომპანიად.
ჩვენ კომპანია ასევე არის სიდიდით მეორე გადამზიდავი, რომელიც დუბაის აეროპორტში ოპერირებს. ჩვენი ოპერირების ქსელი მოიცავს 46 მიმართულებით ფრენას, ცენტრალურ და ახლო აღმოსავლეთში, აზიაში, აფრიკაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მინდა მადლობა გადავუხადო ჟიურის იმ პატივისა და ნდობისათვის რომელიც flydubai-ს გამოუცხადეს.
flydubai-მ ასევე გააფორმა კომპანიის განვითრებისათვის სამი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება:
flydubai გააფორმა MC Aviation Partners (MCAP) -თან ხელშეკრულება ორი ახალი Boeing 737-800NG ტიპის თვითმფრინავის მისაღებად. ეს თვითმფრინავები უკვე 2012 წლიდან დაიწყებენ რეისების შესრულებას. დღეს დუბაის ავიაშოუზე შემდგარი გარიგება 170 მლნ $-ს ინვესტირებას გულისხმობს.
flydubai ხელს აწერს 54 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 2 ახალ შეთანხმებას ტექნიკურ და შეკეთების მომსახურეობაზე, აბუ დაბის ავიატექნოლოგიის კომპანია ADAT-თან, რომელიც შედის Mubadala Aerospace MRO-ს ქსელში. ძირითადი შეთანხმება ინტეგრირებული კომპონენტების მომსახურეობაზე, მოიცავს შეკეთების მომსახურეობის მართვას და წინასწარ უზრუნველყოფს კომპონენტების გაცვლას. ADAT-ი უზრუნველყოფს სრულ მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას Flydubai-ს მთლიანი ავიაფლოტისთვის.
flydubai ხელს აწერს ხელშეკრულებას კომპანია Honeywell-თან ავიაპარკის მომსახურეობაზე. 20 მილიონ $-ზე მეტი ღირებულების კონტრაქტი გულისხმობს ავიაგადამზიდავი კომპანიისთვის საჭირო სიმძლავრის ერთეულების დამონტაჟებას მისი ყოველდღიურად მზარდი ბოინგ737-800NG ტიპის თვითმფრინავების ავიაპარკისთვის.
flydubai-ს შესახებ: არის ყველაზე სწრაფადმზარდი დაბალფასიანი ავიაკომპანია მსოფლიოში. ის 46 მიმართულებით დაფრინავს. რეისები სრულდება ახლო და შუა აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ინდოეთში, აზიასა და ევროპის ირგვლივ 20 თვითმფრინავისგან შემდგარი ფლოტის მეშვეობით. დუბაის მთავრობის მფლობელობაში არსებული დაბალფასიანი ავიაგადამზიდავი ხელს უწყობს დუბაის კომერციული და ტურისტული სექტორის მომსახურეობას და აკავშირებს ტურისტებს უამრავ ქალაქთან. ავიაკომპანია შექმნილია მგზავრებისთვის ხარისხიანი და კომფორტული მომსახურეობისათვის, ფასების შემცირებისა და მგზავრისთვის ეფექტური არჩევანის მიცემისთვის.
კომპანიის 13 Boeing 737-800 NG თვითმფრინავი აღჭურვილია ინოვაციური სისტემით ‘Fiber-To-The-Screen®' (‘FTT'S®') In-Flight Entertainment (IFE) და ახლო მომავალში მთელი ავიაპარკი ამ სისტემაზე გადადის. Flydubai პირველი ავიაკომპანიაა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია მაღალი ხარისხის კინოტრანსლირება ერთდროულად ყველა ადგილისთვის თვითმფრინავში მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მონაცემების გადმოცემის სისტემით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ინტერნეტგვედრს http://www.flydubai.com/