პრესრელიზი
8 ნოემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ტაბიძე
Teona.Tabidze@tav.aero
Flydubai რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს თბილისის მიმართულებით
5 ნოემბრიდან დაბალტარიფიანი ავიაკომპანია flydubai რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს დუბაიდან თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს ბოინგ 737-800 ტიპის ავიახომალდით. ორი გზის ღირებულება 270 აშშ დოლარს შეადგენს. პირველი რეისი დუბაიდან 5 ნოემბერს თბილისის დროით 03:10 საათზე ჩამოფრინდება, ხოლო თბილისიდან განრიგის მიხედვით 03:55 საათზე გაფრინდება, ფრენის ხანგრძლივობა 3 საათია.
5 ნოემბერს flydubai -ის პირველი ავიახომალდის ჩამოფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება სპეციალური ცერემონია, რომელსაც დაესწრება ‘ტავ ჯორჯიას' ხელმძღვანელობა, flydubai -ის აღმასრულებელი დელეგაცია და ეკიპაჟის წევრები.
ავიარეისის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ‘ტავ ჯორჯიას' გენერალურმა მენეჯერმა ბ-მა მეთე ერქალმა აღნიშნა: „ დუბაი-თბილისის პირდაპირი რეისი არა მარტო სავაჭრო-კომერციულ კავშირს გაამყარებს ორ ქვეყანას შორის, არამედ ქართველ მგზავრებს შესაძლებლობას გაუზრდის იმოგზაურონ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიმართულებით. ქართულ ავიაბაზარზე ყოველი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ტურიზმის განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რასაც ტავ ჯორჯიას ყოველთვის სიხარულით მიესალმება. კეთილი იყოს flydubai შემოსვლა საქართველოში! "
2008 წელს დუბაიში დაფუძნებული flydubai მსოფლიოში ყველაზე მზარდ ავიაკომპანიად გადაიქცა და დღეისათვის მსოფლიოს 45 მიმართულებით დაფრინავს, რომელსაც 5 ნოემბრიდან თბილისიც დაემატება.
ამჟამად, დუბაის მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ ავიაკომპანია ‘აირზენა' ასრულებს.
###
ტავ ჯორჯიას შესახებ
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი „ტავ ჯორჯია" TAV Airports ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა. ტავ ჰოლდინგი მსოფლიოს ათი აეროპორტის მართვას ახორციელებს და ერთგულად მიჰყვება მის მიერ აღებულ კურსს საავიაციო ინდუსტრიაში გლობალური ლიდერის ადგილის მოსაპოვებლად. „ტავ ჯორჯია" საქართველოში 2005 წლიდან მოღვაწეობს. აეროპორტების მართვის საქმეში უდიდესი გამოცდილების, სწორი მენეჯმენტისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტირების წყალობით მალევე მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, სტაბილური და დინამიური კომპანიის სახელი.
TAV Airports Holding ყოველწლიურად ემსახურება 420 000 რეისის 48 მილიონ მგზავრს და თორმეტი აეროპორტის ოპერირებას ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათგან ოთხს თურქეთში (სტამბულის, ანკარის, იზმირის და ალანიის), ორს საქართველოში (თბილისის და ბათუმის), ორს ტუნისში, ორს მეკედონიაში, ასევე რიგის საერთაშორისო აეროპორტს ლატვიაში და მედინას საერთაშორისო აეროპორტს არაბეთში.
flydubai შესახებ
Flydubai დაფუძნდა 2008 წელს დუბაიში, როგორც დაბალტარიფიანი ავიაკომპანია და დღესდღეობით ითვლება მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ავიაგადამზიდავად. 2009 წლიდან კომპანია წარმატებით ახორციელებს ოპერირებას 45 მიმართულებით და ავაიპარკში 20 თვითმფრინავი გააჩნია.
ავიაკომპანია მომხმარებელს ხარისხიან და კომფორტულ მოგზაურობას სთავაზობს დაბალ ფასად.