ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Flydubai საუდის არაბეთის მიმართულებით ამატებს ფრენებს
04/01/2012
 
 
 
პრესრელიზი   

4 იანვარი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;  
 
 
Flydubai ამატებს ფრენებს საუდის არაბეთის მიმართულებით 

დაბალფასიანი ავიაკომპანია flydubai იწყებს ქალაქ ტაიფის მიმართულებით ფრენას
რიადის და დამამის მიმართულებით ფრენების რაოდენობა ორჯერ იზრდება

Flydubai 1 თებერვლიდან საუდის არაბეთის მიმართულებით უკვე 7 ქალაქში იფრენს. ტაიფი მეშვიდე ქალაქია საუდის არაბეთის სამეფოს მიმართულებით, სადაც flydubai იწყებს ფრენას.

Flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი გაიტ ალ გაიტი აცხადებს: მინდა მადლობა გადავუხადო საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენი კომპანიის მხარდაჭერისთვის. ქალაქი ტაიფი არის ჩვენი ახალი რიგით მეშვიდე მიმართულება საუდის არაბეთის სამეფოში. ტაიფი წარმოადგენს ჩვენი კომპანიის სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს, რომლის მიზანია პირდაპირი რეისების მეშვეობით გაერთიანებული არაბეთის საემიროებისა და საუდის არაბეთის უფრო მჭიდროდ დაკავშირება. იმედი მაქვს, რომ ისეთი უმნიშვნელოვანესი ქალაქის ჩართვა ჩვენს ქსელში, როგორიც ტაიფია  შექმნის და გაამყარებს ამ ქსელში არსებულ ქალაქებს შორის ახალ სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობებს.

ტაიფი მდებარეობს ზღვის დონიდან 1700 მეტრზე ჰეჯაზის პროვინციაში და წარმოადგენს ულამაზეს დასასვენებელ ადგილს, არაჩვეულებრივი კლიმატით და ზღაპრული ხედებით. აქ ნახავთ ხეების რიგებს შორის მოქცეულ ქუჩებს, უზარმაზარ არაბულ ბაზრობებს და 3000-მდე ყვავილების ბაღს. ტაიფმა სახელი გაითქვა, როგორც საუკეთესო ადგილობრივმა დასასვენებელმა ადგილმა. ტაიფიდან მექამდე 100 კმ-ზე ნაკლები მანძილია, რითაც ის წარმოადგენს მოგზაურთათვის ერთ-ერთ მოხერხებულ გასასვლელს წმინდა ქალაქის მიმართულებით.

ტაიფში რეისის დანიშვნით Flydubai აფართოვებს თავის ქსელს, ასევე საუდის არაბეთის მიმართულებით რეისების რაოდენობასაც ამატებს. ავიაკომპანია ქალაქების დამამის და რიადის მიმართულებით უკვე დღეში ორჯერ იფრენს, რადგან დუბაისა და საუდის არაბეთის ორ საკვანძო ქალაქს შორის მგზავრთა ნაკადმა საგრძნობლად იმატა.

და ბოლოს გაიტ ალ გაიტი ამბობს:  ჩვენმა ყოველდღიურმა ფრენებმა რიადის და დამამის მიმართულებებით განსაცვიფრებელი მოთხოვნა წარმოქმნა ამ მიმართულებებზე. ჩვენ დავამყარეთ პირდაპირი, დაბალფასიანი და კომფორტული კავშირი საუდის არაბეთის დედაქალაქსა და მის აღმოსავლეთ პროვინციას შორის. ფრენების რაოდენობის გაორმაგება სწორედ ამ მიმართულებზე, ასევე მათ შორის გაზრდილმა ფართო მოხმარების ბიზნეს ინტერესებმა განაპირობა.

ტაიფის მიმართულებით რეისის დანიშვნით, flydubai საუდის არაბეთის სამეფოში კვირაში 55 ფრენას შეასრულებს. ფრენები 2012 წლის 1 თებერვლიდან შესრულდება.

წაკითხულია: 2486