„გამარჯვებულ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მიიღონ ტექნიკური დახმარება, ჩაერთონ სხვადასხვა სასწავლო ტურებში და აიმაღლონ კვალიფიკაცია. სწორედ ასეთი სერვისების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა არის მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისა და წინსვლისთვის,“ - აღნიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორმა ნინო ევგენიძემ.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა პროექტზე საუბრისას განაცხადა: „ახალ პროექტში, რომელსაც შვედეთის მთავრობასთან და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად ვახორციელებთ, გამოკვეთილია ინტელექტუალური სერვისები, რომელთა წახალისებაც იგეგმება. კომპანიები, რომლებიც გახდებიან პროექტის ბენეფიციარები, შეძლებენ გააძლიერონ საკუთარი რესურსები. ეს კი დაეხმარება ქართულ ორგანიზაციებს თავი დაიმკვიდრონ ევროპულ ბაზარზე.”