ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
31/05/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
GEclose2EU-ს კონკურსი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის 1 ივნისის ჩათვლით გრძელდება
1 მაისიდან ინტელექტუალური სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის ახალი კონკურსი დაიწყო. სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის გამოცხადებული კონკურსი, პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ GEclose2EU-ს ფარგლებში ტარდება და იგი „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
კონკურსის მიზანია 100 ორგანიზაციის შერჩევა, რომლებიც სპეციალურ ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ. ამ ეტალზე მასში ჩართვა შეუძლიათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის-არქიტეტურის მიმართულებით მუშაობენ. მოგვიანებით კონკურსი დამატებით ორი სექტორისთვისაც გამოცხადდება. ახალი სექტორი კონკურსის საფუძველზე გამოვლინდება, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს
კონკურსის შედეგები ერთი თვის ვადაში გამოვლინდება და შერჩეული კომპანიები, რომლებიც სპეციალურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ მიიღებენ სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ მხარდაჭერას, ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასებში, მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ სასწავლო პროგრამებში და საშუალება მიეცემათ შვედეთში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნონ.

ინფორმაციის მიღება კონკურსის შესახებ შესაძლებელია ვებ გვერდზე: www.geclose2eu.info. განაცხადების მიღება 1 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
პროექტის შესახებ:

პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2018 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე განხორციელდება.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2041