საშობაო გამოფენა-გაყიდვა პროექტის „GEclose2EU’’ ფარგლებში გაიმართება, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მიერ, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობით.
პროექტში აწარმოე საქართველოს 100-ზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს მონაწილეობას. მეწარმეებს საშუალება ექნებათ ბაზრობის სტუმრებს პირადად გააცნონ საკუთარი პროდუქცია და გამოფენილი ნაწარმი. საშობაო სოფელში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობები. სტუმრებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში, დააგემოვნონ ქართული ღვინო და გლინტვეინი, ასევე შეიძინონ ქართული პროდუქცია, ნუგბარი, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები.