პრესრელიზი
22 ივნისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ინგა ნიკაგოსიანი
577 293979
GeoCapital-ის მიერ ორგანიზებული უფასო ტრენინგები და სემინარები
GeoCapital-ი, საზოგადოებრივი მისიის ფარგლებში, რეგულარულად ჩაატარებს უფასო ტრენინგებსა და სემინარებს კერძო პირებისა და ბიზნეს დაფინანსების საკითხებზე.
კომპანიის სოციალური მისია ითვალისწინებს ფინანსური საკითხებისადმი ცოდნის ამაღლებას იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც ის ემსახურება.
23 ივნისს (15:00) ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება პირველი სემინარი „თქვენ და თქვენი ფინანსები", რომელსაც ჩაატარებს დაან ჰარსმენი,GeoCapital-ის ფინანსური მენეჯერი (ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული).
სემინარის მთავარი ამოცანაა იმ ცოდნისა და უნარების შეძენა, რაც ითვალისწინებს შემოსავლებისა და დანახარჯების აღწერას, ფინანსურ უსაფრთხოების მიღწევას, ფინანსების დაზოგვას და ა.შ.
ტრენინგზე და სემინარზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ პირს (განათლებისა და ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე). სემინარზე დასასწრებად, მონაწილეს არ მოეთხოვება წარმოადგენდეს GeoCapital-ის მსესხებელს.
კურსის დამთავრების შემდეგ (3 სესია), მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 577 293979 ან ეწვიეთ ჩვენს ელ. გვერდს:http://www.geocapital.ge/ ან https://www.facebook.com/pages/GeoCapital-Microfinance-organization/196138837099290
GeoCapital-ი არის საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი და საერთაშორისო მხარდაჭერის მქონე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
მისი მიზანია ქუთაისში, იმერეთსა და რეგიონის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებს შესთავაზოს კონკურენტული ტარიფები, საუკეთესო მომსახურება და ელემენტარული ფინანსური განათლება, განაპირობოს მდგრადი შემოსავლები და ზოგადად ხელი შეუწყოს საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნას.
GeoCapital-ი წარმოადგენს უმსხვილეს, პირდაპირ ამერიკულ ინვესტიციას ქ. ქუთაისში ამერიკული მენეჯმენტით.