2015 წლის 8 მარტს 17.30 საათზე ქ.ქუთაისში გაიმართება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია GeoCapital-ის ახალი სკვერის საზეიმო გახსნა (მისამართი: ზ. გამსახურდიას 25, GeoCapital-ის ოფისის გვერდით).
ღონისძიებაღიაა ფართო საზოგადოებისთვის და მას დაესწრებიან ქ.ქუთაისის მერიბ-ნ შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე ბ-ნ დავით დვალი, ვიცე მერი ბ-ნ ნოდარ მიქიაშვილიდა სხვა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების თანამდებობის პირები, ასევე მოწვეულნი იქნებიან ბიზნეს წრეების დამასმედიის წარმომადგენლები. პროგრამა მოიცავს გახსნის საზეიმო ცერემონიალს, კონცერტს და ფეიერვერკს.
"ჩვენ მოვაწყვეთ ეს სკვერი ქუთაისის მოსახლეობისათვის. გვსურდა შეგვექმნა შეხვედრებისა და დასვენებისათვის სასიამოვნო ადგილი,სადაც ასევე შესაძლებელია უფასო ინტერნეტით სარგებლობა,"- ამბობს ქ-ნიირმა სვანაძე, GeoCapital-ის გენერალური დირექტორი და ქუთაისის მკვიდრი. ჩვენთვის ეს სკვერი საზოგადოებისათვის მოკრძალებული ლამაზი საჩუქრის გაკეთების შესაძლებლობაა, მისადმი პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად."
უნდა აღინიშნოს, რომ პარკი დაპროექტებულია ადგილობრივი არქიტექტორის მიერ და გამოირჩევა თანამდეროვე დიზაინით. მასში ოსტატურადაა შეხამებული ხელოვნური ქვის ელემენტები,დეკორატიული ფილა და მშვენიერი ნარგავები,რაც ქმნის კომფორტულ დასასვენებელ გარემოს ქალაქის შუა გულში.
სკვერი უზრუნველყოფილია უფასო Wi-Fi ინტერნეტით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქუთაისელებისადა ქალაქის სტუმრებისათვის. პარკი სრულყოფილად არის განათებული ღამის საათებში, ხოლო მიმდებარე ტერიტორია კონტროლდება CCTV კამერებით, რაც 24 საათის განმავლობაში პარკის უპირატესობებით სარგებლობისათვის უსაფრთხო გარემოს ქმნის.
2011 წელს დაფუძნებიდან დღემდე GeoCapital-ისმეშვეობით ათასობით ადამიანმა დასავლეთ საქართველოში მიიღო მაღალხარისხიანი მომსახურეობა, აიღო ბიზნეს და სამომხმარებლო სესხები. 2012 წელს GeoCapital-მა დააფუძნაარაკომერციული ორგანიზაცია GeoCapital Education-ი, რომელიც ატარებსუფასო ტრეინინგებს იმერეთში და აძლევსადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას დაეუფლონ პერსონალური და მცირე ბიზნესის ფინანსების მართვის საფუძვლებს. GeoCapital-ის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ,ეწვიოთ ვებგვერდს www.geocapital.ge.