9 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
მაიკო ჩიტაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
+99593260609
maiko@publicity.ge
[PUBLICITY.GE] თბილისი, 9 ივნისი, 2010 - ”ჩაღლარის" საგანმანათლებლო დაწესებულებების ორგანიზებით გაიმართა IV და V კლასელთა I რესპუბლიკური ოლიმპიადა მათემატიკაში. ოლიმპიადის ცენტრები საქართველოს ოთხ ქალაქში იყო გახსნილი:
1. თბილისში სკოლა-ლიცეუმ ,,სხივში" და დემირელის სახ. კერძო კოლეჯში
2. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმში
3. ქუთაისის ნ. ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში
4. რუსთავის შ. რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში
ოლიმპიადის ძირითად მიზანს წარმოადგენდა: საქართველოს მასშტაბით IV და V კლასელთა მათემატიკისადმი ინტერესისა და საკუთარ თავში თავდაჯერებულობის გაღვივება; შრომისუნარიანობის გაზრდა; ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის გამოცდილების მიღება; გამარჯვებულთა პრიზებით წახალისება;
ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 12 რეგიონიდან საჯარო და კერძო სკოლების 5550-მა მოსწავლემ. აფხაზეთიდან, გალის რაიონის რესურს-ცენტრის ორგანიზებით ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა 6 სკოლის 25 მოსწავლე.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა რამოდენიმე გამარჯვებული, რომლებიც ორგანიზატორებმა ფასიანი სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოეს.
მსგავსი ოლიმპიადის ჩატარებას ორგანიზატორები ყოველწლიურად გეგმავენ